ახალი ამბები
"კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება" - გოგი წულაია შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს
FaceBook
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში რჩება.

დაკავებულის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის მიუხედავად, იგი შიმშილობის შეწყვეტასა და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს. უფლებადამცველის თქმით, გოგი წულაია თავს ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმრად მიიჩნევს და წაყენებულ ბრალში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

"15 დღეა შიმშილობს. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. ამას, შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. ვთხოვთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, მაგრამ უარს აცხადებს. არ იღებს არც მედიკამენტებს. თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პატიმარია და სამართლებრივად მართალია. ერთადერთი ასმათ დვალიშვილის ჩვენებაა საქმეში, რომელიც არ დასტურდება და რომც დადასტურდეს, მაინც არ არის საკმარისი საფუძველი იმ მძიმე ბრალისთვის, რაც აქვს წარდგენილი",
- ამბობს ვალერი გელბახიანი.

მისი თქმით, გოგი წულაიას ერთი მოთხოვნა მოსამართლის შეცვლის  შესახებ უკვე დაკმაყოფილებულია. დაცვის მხარე ახლა არსებითი განხილვისთვის ემზადება, რომელიც პირველ ივლისსაა ჩანიშნული.

გოგი წულაია მიმდინარე წლის  17 მარტს დააკავეს. მის მიმართ გამოძიება 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  მას 4 -დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაკავებული ბრალდებას არ ეთანხმება და მომხდარს ბერა ივანიშვილისა და პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის იმ აუდიოჩანაწერებს უკავშირებს, სადაც ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს იმ არასრულწლოვნების დასჯას სთხოვს, რომლებმაც მას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ გოგი წულაიამ ბერა ივანიშვილს საჯაროდ აგინა.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #გოგი წულაია
მსგავსი სიახლეები
2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737
ადამიანი შემოვიდა.
14:33 / 09.08.2022
2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა.
საქართველოში კორონავირუსით  პანდემიის პერიოდში 15 103 ორსული
დაინფიცირდა.
14:27 / 09.08.2022
საქართველოში კორონავირუსით  პანდემიის პერიოდში 15 103 ორსული დაინფიცირდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.