ახალი ამბები
პოლიციამ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთი მონაწილე დააკავა
FaceBook
პოლიციამ გუმათში„ ნამახვანჰესის“  საპროტესტო აქციის მონაწილე, ერთი ადამიანი დააკავა. 
შსს-ს ცნობით დაკავებულ ი. მ -ს ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელისზე თავდასხმა და ფიზიკური შეურაცხყოფა ედება ბრალად. 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებული სოფელ საყულიაში დააკავეს. დაკავების დროს  პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. 

რიონის ხეობაში პროტესტი არ წყდება. უკვე ერთი კვირაა გუმათჰესთან ხეობის მცველები რკინის ბარიკადებზე ხელებით აბრახუნებენ. მათ ბლოკირებული აქვთ ხეობაში შესასვლელი ყველა გზა და ჰესის მშენებელი კომპანიის ავტომანქანებს არ ატარებენ. გუშინ აქტივისტებმა 217-ე ღამე გაათენეს კარვებში.

31 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში პროტესტანტების წინააღმდეგ გამოყენებული იქნება წყლის ჭავლი და გაზი. რიონის ხეობაში მომხდარი დაპირისპირების დროს 9 ადამიანი დააკავეს.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.