ახალი ამბები
რა გამოიძია შსს-მ გუმათში ბარიკადების დაზიანების ფაქტზე
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრო ექვსი დღეა გუმათჰესთან რკინის ბარიკადის დამზიანებელს ეძებს.
ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილზე მუშაობა 31 მაისს, მას შემდეგ განაახლეს, რაც წინა ღამით რკინის კედელზე აქტივისტებმა "ხელებით ბრახუნის" მორიგი აქცია მოაწყვეს. ხეობის მცველები პროტესტის ამ ფორმის გამოყენებას ყოველდღიურად აანონსებენ, შესაბამისად, უწყებას მის მიერვე აღმართული რკინის ბარიკადების დაზიანების ხარისხის შესწავლა ამავე რეჟიმში მოუწევს.

იპოვა თუ არა დამნაშავე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც ფულადი ჯარიმა ან სამწლიანი პატიმრობა ემუქრება, პრესსამსახურში გვპასუხობენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება.
პარალელურად, ყოველ ღამით, აქტივისტების მიერ დაზიანებულ ბარიკადს, რომელიც ხეობას ორად ჰყოფს და ადგილობრივებს საცხოვრებელ სახლებში გადაადგილების უფლებას არ აძლევს, მეორე დილით თავად პოლიციელები ჩაქუჩით ასწორებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გუმათჰესთან აღმართულ რკინის ბარიკადზე ხელებით ბრახუნის გამო, სისხლის სამართლის საქმე 27 მაისს აღძრა. 187-ე მუხლის მიხედვით, აქტივისტებს ბრალად ედებათ სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი ან შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალურად სწავლობს კანონდარღვევის ფაქტს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - აცხადებდა უწყება 27 მაისს.

ხეობის მცველები კი ამბობენ, რომ აბსურდია უწყება ედავებოდეთ იმ ბარიკადის დაზიანებას, რომელიც არ უნდა არსებობდეს.

რიონის ხეობაში პროტესტი არ წყდება. უკვე ერთი კვირაა გუმათჰესთან ხეობის მცველები რკინის ბარიკადებზე ხელებით აბრახუნებენ. მათ ბლოკირებული აქვთ ხეობაში შესასვლელი ყველა გზა და ჰესის მშენებელი კომპანიის ავტომანქანებს არ ატარებენ. გუშინ აქტივისტებმა 217-ე ღამე გაათენეს კარვებში.

31 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში პროტესტანტების წინააღმდეგ გამოყენებული იქნება წყლის ჭავლი და გაზი. რიონის ხეობაში მომხდარი დაპირისპირების დროს 9 ადამიანი დააკავეს.


ისინი ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.