ახალი ამბები
იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს
FaceBook
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო ჭრა-ტრანსპორტირების 2 ფაქტია გამოვლენილი ჭიათურისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. სოფელ რცხილათის მიმდებარე ტყეში, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა წიფლისა და რცხილის სახეობის 3 ერთეული ხე-მცენარე და მისგან მიღებულ ხე-მასალის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა. სოფელ ჭოგნარში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 3 ერთეული მუხის სახეობის ხე და ასევე უკანონოდ მოახდინა მისგან მიღებული ხე-მასალის ტრანსპორტირება.

ხე-ტყის უკანონო მოპოვების 5 ფაქტი კი გამოვლენილია საჩხერის, ხარაგაულის, ჭიათურისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეებმა, ტყის ფონდის ტერიტორიებზე, უკანონოდ 20 ერთეულამდე ფიჭვის, თხმელისა (მურყანი) და ალვის სახეობის ხე-მცენარე მოჭრეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, აღნიშნულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შეადგინეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები
საპროტესტო აქციას გამართავენ.
12:06 / 14.06.2025

15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები საპროტესტო აქციას გამართავენ.

შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
11:03 / 14.06.2025
შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.