ახალი ამბები
"ჩვენც ადამიანები ვართ" - მოშიმშილე შუქრუთელები თბილისში ჩავიდნენ
FaceBook
ჭიათურის სოფელ შუქრუთში მცხოვრებლები, რომელთაც ორ კვირაზე მეტია პირი აქვთ ამოკერილი, თბილისში ჩავიდნენ. მათ ამერიკის საელჩოსთან  კარვების გაშლა სცადეს.
მოშიმშილეები ამბობენ, რომ ჭიათურიდან  მათი პროტესტი ამ დრომდე ხელისუფლებამ არ გაიგონა და ახლა დედაქალაქში ამიტომაც გადაინაცვალეს. 

"ამ დრომდე უშედეგოდ ვცდილობთ, ხმა მივაწვდინოთ ცენტრალურ ხელისუფლებას. არც ცენტრალური ხელისუფლება, არც ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებას არ გვაქცევს. ჩვენი სახლები მიწასთან სწორდება, კომპანია ჯორჯიან მანგანეზს კი არ უნდა პასუხისმგებლობის აღება თავის ქმედებებზე და ცდილობს, კორუფციულ გარიგებებში შემოვიდეს ჩვენთან. ვინც ხმა ამოვიღეთ ჩვენი სახლების და ოჯახების დასაცავად, საქმეები აღძრეს. 20 დღეა, პირი გვაქვს ამოკერილი და არავინ დაინტერესებულა არც ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობით, არც ოჯახების მდგომარეობით. გვინდა, მივმართოთ ქალბატონ კელი დეგნანს. ჩვენც ადამიანები ვართ. პოლიტიკოსებს მხოლოდ საარჩევნოდ ვახსენდებით, სხვა დროს არავინ კითხულობს ჩვენს მდგომარეობას", - ამბობს  შუქრუთიდან თბილისში ჩასული მოშიმშილეები.

თუმცა, მათ კარვის გაშლის უფლებას პოლიციელები არ აძლევენ. 



კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო კვლევების საფუძველზე, სოფელში 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის კომპენსაციას მიიღებს.

სოფელ შუქრუთში ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მადნის მოპოვების სამუშაოებს, რის შედეგადაც, მათი თქმით, მათი საცხოვრებელი სახლები ზიანდება, სამ თვეზე მეტია აპროტესტებენ. ორის კვირის წინ კი აქტივისტებმა პირი ამოიკერეს.

სამთვიანი პროტესტის მიუხედავად, ადგილობრივებთან ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩადიან. "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელმა ვლადიმერ სალაძემ კი პროცესს მართული უწოდა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ნაციონალური მოძრაობის
14:51 / 24.04.2024
ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.