ახალი ამბები
რიონის ხეობაში წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანეს
FaceBook
რიონის ხეობაში დილიდან პოლიციის მობილიზებაა.

დღეს ხეობაში წყლის ჭავლის მანქანაც გამოჩნდა. სამართალდამცველებს ისევ აღმართული აქვთ რკინის ბარიკადები და აქტივისტებს ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ხეობის მცველები მთელი ღამის განმავლობაში თავიანთ პროტესტს ბარიკადებზე ხელების ბრახუნით გამოხატავდნენ.

აქტივისტები ახლა კომპანია "ენკას" ბაზასთან იმყოფებიან. მათ კომპანიის ტექნიკისთვის გზა აქვთ ჩაკეტილი, რასაც ადგილზე ხმაური რამდენჯერმე მოყვა.

აქციის მონაწილეები სამართალდამცვლებს და კომპანიის თანამშრომლებს შეძახილებით ხვდებიან. ვარლამ გოლეთიანის თქმით, შეზღუდვა შეეხება მხოლოდ კომპანიის ტექნიკას, სხვა ავტომობილები უპრობლემოდ გადაადგილდებიან. მისივე თქმით, ადგილზე დარჩებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ნამახვანჰესის მოწინააღმდგეები საპროტესტო აქციას თბილისში 23 მაისიდან ოთხი დღის  განმავლობაში მართავდნენ.  ხეობის მცველები პროტესტის თავდაპირველ ადგილზე  გუშინ, 26 მაისს დაბრუნდნენ, რომლებსაც  გუმათჰესთან რკინის ჯებირები და პოლიციის კორდონი  დახვდათ. 

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში მოლაპარაკებების ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ გადაინაცვლეს.

24 მაისს აქციის მონაწილეებს შეხვედრა შესთავაზა პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, თუმცა, შეხვერა არ შედგა.

ამის შემდეგ მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერმა და აქციების ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. 

ხეობის მცველები ითხოვენ:

შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება;

კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;

გაუქმდეს ის განკარგულება, რომლითაც "ენკას" კონკრეტული ქონება გადაეცა რიონის ხეობაში;

გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 212 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო უწოდეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.