ახალი ამბები
თბილისში, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე ლგბტ სიმბოლიკის გამო დაპირისპირება მოხდა
FaceBook
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მეორე დღეა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას მართავენ, დაპირისპირება მოხდა.
მიზეზი ლგბტ სამკლაურის გახდა, რომელიც აქციაზე სოლიდარობის გამოსახატად მისულ "სირცხვილიას" აქტივისტს სალომე ბარკერს ეკეთა.

მას აქციის დატოვება ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა მოსთხოვეს, რასაც მცირე ინციდენტი მოჰყვა.

"ვიდექი ჩემთვის წყნარად, აბსოლუტურად მშვიდად და უცბად არსაიდან გაჩნდა გურამ ფალავანდიშვილის ბიჭი, რომელიც ასე მოვიდა და მითხრა, ეს მოიხსენიო, რაზეც მე ასევე წყნარად ვუთხარი, რომ არ მოვიხსნიდი. იმიტომ, რომ ორი წელია, მიკეთია ყველგან, სახლში, აქციაზე და სადაც მინდა. ვუთხარი, რომ არა-მეთქი, არ მოვიხსნი. ამ ადამიანმა ატეხა ერთი ამბავი, გვეძახეს პროვოკატორები, ვიღაცამ მომიწოდა, რომ ტრუსიკით ნუ ვარ აქციაზე და ჩავიცვა შარვალი. ვიღაცამ დამიძახა, რომ რას ვგავარ. ვიღაცამ ამიკრძალა ლაპარაკი. ახლა თქვენ [მედიას] რომ გელაპარაკებით, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ მე აქ პროვოკაციას ვდგამ. გამომადგეს აქციიდან, აქ ნუ დგახარო, მითხრეს და ინტერვიუს ნუ აძლევო.ძალიან მრცხვენია. მე აქ მხარდასაჭერად მოვედი და არაფერი მსგავსი არ მინდოდა, რაც ახლა აქ მოხდა. მოკითხონ იმ ადამიანებს, ვინც იქ ჰყავთ მხარდამჭერებად. აგრესიული ხალხია და რადგან აგრესიულები არიან, გამოვერიდე", – ამბობს სალომე ბარკერი.

საბოლოოდ, სალომე ბარკერმა საპროტესტო აქცია დატოვა.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა აქცია სხვადასხვა სიმბოლიკებით მისვლა აკრძალა.

"ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ მშვიდობიანი უნდა იყოს ჩვენი პროტესტი ყველა ეტაპზე. თქვენ იცით, რომ ჩვენი სახალხო მოძრაობა აერთიანებს ყველა ადამიანს და ყველას აქვს იმის უფლება, რომ თავისი მოქალაქეობრივ ფარგლებში გამოხატოს პროტესტი აქ და ამიტომ იმ დაპირისპირებას, რაც აქ ხდება, მკაფიოდ ვემიჯნებით. აქვე გვინდა, მკაფიოდ ვთქვათ, რომ რა არის ახლა ამ ძალადობის და დაპირისპირების გამოწვვევი მიზეზები? ეს შეიძლება გახდეს რაღაც სიმბოლიკები და ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ ნებისმიერი ტიპის სიმბოლიკა, რაც არ არის სახელმწიფო სიმბოლიკა, არ დაიშვება ჩვენს აქციებზე და გთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოთ", - განმარტა ვარლამ გოლეთიანმა. 

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში 23 მაისს გადაინაცვლა. ხეობის მცველებმა ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მცდელობის ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მიიღეს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, რუსთაველის
გამზირზე ''რუსული კანონის'' წინააღმდეგ მიმდინარე
აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით,
ორგანიზატორებთან შეთანხმების შედეგად, პოლიციამ უზრუნველყო
რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა, რათა შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს
საშუალება ჰქონოდათ შეუზღუდავად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი.

ასევე შსს-ის განცხადებით, წინა წლების გამოცდილების
გათვალისწინებით, პარლამენტის შენობის გამოსასვლელების შესაძლო
ბლოკირების, ძალადობრივი ქმედებების პრევენციის და ადგილზე
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო
გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეებს არ მისცემოდათ პარლამენტის
შენობის გვერდითა შესასვლელებთან აქციის გაგრძელების საშუალება.
შესაბამისად, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე, პარლამენტის
შესასვლელებთან განთავსდა პოლიციის კორდონები.

''საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასული წლის 7-8
მარტს მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციაზე გაკეთებულ მსგავს მოწოდებებს,
რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარედ
განლაგებულიყვნენ, შედეგად მოჰყვა პოლიციაზე თავდასხმები, როგორც
ბლაგვი საგნებით ასევე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“
გამოყენებით.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ 7-8 მარტს, პოლიციამ
პარლამენტის შენობიდან დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების
გამოსვლის შემდეგ, სრულად გაათავისუფლა საპოლიციო კორდონებისგან
ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა სწორედ მაშინ დაიწყეს პარლამენტის
შენობაზე შტურმი, ცეცხლი წაუკიდეს შენობას, დააზიანეს დამცავი
ჯებირები და ცხაურები, ასევე შეეცადნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.
გარდა ამისა, დააზიანეს სამინისტროს კუთვნილი ავტომობილები და
პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.
საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი
დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციამ,
წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და
სპეციალური საშუალებები.

აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, 2024 წლის
15 აპრილს პოლიციამ განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება
რათა ერთის მხრივ თავიდან აეცილებინა ძალადობა, მასობრივი
დაპირისპირება და ამასთან, უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე შეკრებილი
მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის
საშუალება. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა,
აქციის მონაწილეებს მაინც ჰქონდათ მცდელობა გაერღვიათ საპოლიციო
კორდონები, რა დროსაც პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ
იქნა 14 პირი.
აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების
დროს, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა,''-ნათქვამია
განცხადებაში.


რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გუშინ,
15 აპრილს პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა.
16:35 / 16.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, რუსთაველის გამზირზე ''რუსული კანონის'' წინააღმდეგ მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, ორგანიზატორებთან შეთანხმების შედეგად, პოლიციამ უზრუნველყო რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა, რათა შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს საშუალება ჰქონოდათ შეუზღუდავად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი.

ასევე შსს-ის განცხადებით, წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, პარლამენტის შენობის გამოსასვლელების შესაძლო ბლოკირების, ძალადობრივი ქმედებების პრევენციის და ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეებს არ მისცემოდათ პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელებთან აქციის გაგრძელების საშუალება. შესაბამისად, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე, პარლამენტის შესასვლელებთან განთავსდა პოლიციის კორდონები.

''საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასული წლის 7-8 მარტს მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციაზე გაკეთებულ მსგავს მოწოდებებს, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარედ განლაგებულიყვნენ, შედეგად მოჰყვა პოლიციაზე თავდასხმები, როგორც ბლაგვი საგნებით ასევე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებით.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ 7-8 მარტს, პოლიციამ პარლამენტის შენობიდან დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების გამოსვლის შემდეგ, სრულად გაათავისუფლა საპოლიციო კორდონებისგან ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა სწორედ მაშინ დაიწყეს პარლამენტის შენობაზე შტურმი, ცეცხლი წაუკიდეს შენობას, დააზიანეს დამცავი ჯებირები და ცხაურები, ასევე შეეცადნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. გარდა ამისა, დააზიანეს სამინისტროს კუთვნილი ავტომობილები და პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.
საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.
აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, 2024 წლის 15 აპრილს პოლიციამ განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება რათა ერთის მხრივ თავიდან აეცილებინა ძალადობა, მასობრივი დაპირისპირება და ამასთან, უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის საშუალება. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს მაინც ჰქონდათ მცდელობა გაერღვიათ საპოლიციო კორდონები, რა დროსაც პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა 14 პირი.
აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დროს, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა,''-ნათქვამია განცხადებაში.

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გუშინ, 15 აპრილს პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა.
გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების
არჩევითი საგნების სტატისტიკას აქვეყნებს.
16:27 / 16.04.2024
გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევითი საგნების სტატისტიკას აქვეყნებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.