ახალი ამბები
საქართველოში ნამახვანჰესის ინვესტორის - "ენკას" დამფუძნებელი ჩამოვა
FaceBook
მიმდინარე თვის ბოლოს საქართველოს ნამახვანჰესის განმახორციელებელი კომპანიის „ენკას“ დამფუძნებელი ეწვევა
- პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის „ნამახვანჰესის“ ინვესტორს პირადად შეხვდება და თავად გაერკვევა ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმებულია.

„ჩემი პოზიცია „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით არის შემდეგი - ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა, ეს მზაობა იყო, არის და იქნება. პროტესტის მონაწილეებს შევთავაზეთ შესაფერისი დიალოგის ფორმატი, არაერთი მცდელობა იყო ამის, პირადი წარმომადგენელიც ჩავრთე და გუბერნატორიც. სამინისტროებიც იყვნენ ჩართული. ასევე ევროკავშირის წარმომადგენელი მოვიწვიეთ, რომელიც კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის ამ პროექტის ყველა დეტალს, ეფექტებს.

გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს დავავალე, რომ კიდევ ერთხელ დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მოხდეს შესწავლა საერთაშორისო პრაქტიკასთან მიმართებით. კითხვები არ უნდა არსებობდეს. მე თავად ვარ ჩართული და გავერკვევი, რომ რამე კანონსაწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

23 მაისს, რიონის ხეობის მცველებმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე  საპროტესტო აქცია გამართეს.  

ხეობის მცველებმა ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მცდელობის ორჯერ ჩაშლის და მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მიიღეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.