ახალი ამბები
შუქრუთში ქალებმაც პირი ამოიკერეს - ჭიათურაში პროტესტი გრძელდება
FaceBook
ჭიათურის სოფელ შურუთში  პროტესტი არ წყდება.
სოფელში  კომპანია "ჯორჯან მანგანეზის" საქმიანობით დაზარალებულ პირამოკერილთა აქცის მონაწილეებს  ქალებიც შეუერთდნენ. 

ამ დროისთვის კი, 8 ადამიანმა მიმართა უკვე პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას. 

შუქრუთის მოსახლეობას "ჯორჯიან მანგანეზის" დაპირება, კომპენსაციების გაცემის შესახებ, არ სჯერა. მათი თქმით, კომპანია ტყუის, როცა აცხადებს, რომ საინჟინრო კვლევები ჩაატარა და საცხოვრებელი სახლების დაზიანების ხარისხი შეისწავლა.

"სინამდვილეში არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. ჩვენ არ გვჯერა ზეპირი დაპირების. ვიდრე პროცესში არ ჩაერთვება სახელმწიფო და ოფიციალურად არ გაფორმდება ხელშეკრულებები კომპენსაციებზე, პროტესტი გაგრძელდება", - ამბობს ჯანო ლაბაძე.

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" 16 მაისს განაცხადა, რომ საინჟინრო კვლევების საფუძველზე, სოფელში 36 ოჯახი ჯამში 2 300 000 ლარის კომპენსაციას მიიღებს.

სოფელ შუქრუთში ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მადნის მოპოვების სამუშაოებს, რის შედეგადაც, მათი თქმით, მათი საცხოვრებელი სახლები ზიანდება, 99-ე დღეა აპროტესტებენ. ათი დღის წინ კი აქტივისტებმა პირი ამოიკერეს.

სამთვიანი პროტესტის მიუხედავად, ადგილობრივებთან ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩადიან. "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელმა ვლადიმერ სალაძემ კი პროცესს მართული უწოდა.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.

ამავე თემაზე:


"ჯორჯიან მანგანეზის" სიტყვიერი დაპირების არ გვჯერა" - შუქრუთელები პროტესტს აგრძელებენ


ჭიათურაში შიმშილობა კიდევ ერთმა ადამიანმა დაიწყო


შიმშილობის მეოთხე დღე - ჭიათურაში პროტესტი გრძელდება

შუქრუთელების მდუმარე პროტესტი (ფოტო)


"გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესები მართულია" - "ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთის პროტესტზე


სოფელი, რომელიც შესაძლოა ჩაიძიროს (ფოტო/ვიდეო)

ჭიათურაში მოსახლეობის პროტესტზე "ჯორჯიან მანგანეზი" განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის მოსახლეობას სასამართლოში უჩივის

ჭიათურაში კომპენსაციების მიღების მოთხოვნით სამმა ადგილობრივმა პირი ამოიკერა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.