უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანთა სიით იმერეთი მესამე ადგილზეა
11:55 / 22.05.2021
2020 წელს ქვეყანაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანთა
სიაში, რეგიონების მიხედვით იმერეთი მესამე ადგილზეა.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
იმერეთში გასულ წელს 24 ადამიანი დაიკარგა.
შსს-ის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს ყველაზე მეტი - 42 ადამიანი
დაიკარგა თბილისში. მას მოსდევს ქვემო ქართლი, სადაც 26 ადამიანი
დაიკარგა, მე-3 ადგილზეა იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 20
ადამიანით, მე-4 პოზიციაზე კი სამეგრელო-ზემო სვანეთია, სადაც 2020
წელს უგზო-უკვლოდ 16 ადამიანი დაიკარგა.
ქვეყნის მასშტაბით სულ დაიკარგა 126 ადამიანი. მათგან 42 კი
მოსაძებნი დარჩა.
დაკარგულ პირთაგან გასულ წელს 121 ადამიანი საქართველოს მოქალაქე იყო,
ხოლო თითო რუსეთის, თურქეთის, ნიდერლანდის, ყაზახეთისა და
პოლონეთის.
ჯამში, 1973 წლიდან 2020 წლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში 6 097
ადამიანი იყო უგზო-უკვლოდ დაკარგული, მათგან 992 ადამიანი ამ დრომდე
დაკარგულად ითვლება, 5 105 პირი კი - მოიძებნა.
ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის,
სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და მთავრობის სახლის გადატანის
შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად
არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების –
საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30
ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები