ახალი ამბები
დღეიდან პარლამენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს
FaceBook
დღეიდან პარლამენტი საარჩევნო კოდექსის განხილვას იწყებს.
პროექტს, რომელზეც მმართველი გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.

კანონპროექტის განხილვა შაბათს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც იგეგმება. მომავალ კვირაში კი მას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღებენ.

დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას უკვე გაეგზავნა.

როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, კანონპროექტს მეორე მოსმენით იქამდე არ განიხილავენ ვიდრე მასზე ვენეციის კომისიის შეფასება არ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, საარჩევნო რეფორმის გატარება შარლ მიშელის დოკუმენტით არის გათვალისწინებული.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.