ახალი ამბები
ტჩევის შშმ პირთა ცენტრის ხელმძღვანელს საპატიო ზესტაფონელის სტატუსი მიენიჭა
FaceBook
პოლონეთის სახელმწიფომ შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ "ორიონში" 140 ათასი ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელა.


ზესტაფონის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის ქალაქ ტჩევს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის სფეროებია: მეცნიერება, კულტურა და ხელოვნება. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის ორგანიზება, სოციალური უზრუნველყოფა და შშმ პირების დახმარება. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, ქალაქ ტჩევის მერი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პოლონური მხარის ვიზიტის ერთ–ერთ მიზანს ასევე, სარეაბილიტაციო ცენტრში განხორციელებული სოციალური პროექტის შემაჯამებელი საქმიანობა წარმოადგენდა. პოლონეთის სახელმწიფომ შშმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ "ორიონში" 140 ათასი ევროს ღირებულების ინვესტიცია განახორციელა.

პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო ცენტრში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თერაპიული კაბინეტები, ინდივიდუალური სასწავლო პროგრამები და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები ამოქმედდა. პოლონეთის სახელმწიფომ მსგავსი მასშტაბის სოციალური პროექტი საქართველოში პირველად განახორციელა.

შეხვედრის ბოლოს ტჩევის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელს საპატიო ზესტაფონელი – ს სტატუსი მიენიჭა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.