ახალი ამბები
იტალიელები "ტორპედოს" ტოვებენ, ქუთაისის მერია ახალ ინვესტორს ეძებს
FaceBook
"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ  "ტორპედოს" დაფინანსებაზე იტალიელ ინვესტორთა ჯგუფი უარს ამბობს და კლუბს ტოვებს.

სპონსორს უკვე ორი თვეა ფეხბურთელებისთვის ხელფასი არ გადაუხდია. ამავე მიზეზით, ამ დრომდე გაურკვეველია გუნდის მთავარი მწვრთნელის დანიშვნის საკითხი, რომლის პოზიციაზეც კლუბის ყოფილი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი მოიაზრება.

ქუთაისის მერია უკვე ეძებს ახალ ინვესტორს, რომელიც კლუბის მართვაზე პასუხისმგებლობას აიღებს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ინვესტორთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ცვლილებები არ არის. სამაგიეროდ, ინვესტორის მიერ კლუბის დატოვებას ადასტურებს "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი.

"თვითონ ინვესტორები ვერ შეთანხმდნენ ფინანსურ საკითხებზე. ფაქტია, რომ ორი თვეა ხელფასი არ აუღია გუნდს. მერია აწარმოებს ყველა მოლაპარაკებას და ეძებს დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს
",  - ამბობს  "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი პაპუნა მელაძე.

იტალიელი ინვესტორები ქუთაისის ,,ტორპედოთი" 2020 წლის დასაწყისში ​დაინტერესდნენ. მათი წარმომადგენელი ფაბიო მანინო ქუთაისშიც იმყოფებოდა, თუმცა, ის გასული წლის დეკემბერში სხვა წარმომადგენელმა, მარსიო მალავემტურამ ჩაანაცვლა. ახლა კი ირკვევა, რომ იტალიელ ინვესტორთა ჯგუფი კლუბს საბოლოოდ ტოვებს. მათ ქუთაისის მერიასთან ამ დრომე ხელშეკრულებაც კი არ აქვთ გაფორმებული.

ქუთაისის ,,ტორპედოში" სამი წელია ფინანსური პრობლემებია. ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა, დაგროვილი დავალიანების გამო 2019 წელს დატოვა.

ფინანსური კრიზისის გამო, კლუბი დაშლის საფრთხის წინაშე რამდენჯერმე აღმოჩნდა. 

ამავე თემაზე:


"უნდა ვიყოთ რეალისტები და არ ვიოცნებოთ" - "ტორპედოს" ახალი ინვესტორი
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ტორპედო
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.