ახალი ამბები
„ჯორჯიან მანგანეზი“ კომპენსაციებს პროტესტის ფონზე გასცემს
FaceBook
ჭიათურაში, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" ადგილობრივებზე, რომლებსაც მადნის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად სახლები დაუზიანდათ, კომპენსაციების გაცემის მიზნით, ხელშეკრულებების გაფორმებას იწყებს, თუმცა, შუქრუთში პროტესტი ამით არ სრულდება.

კოროხნალის მაღაროსთან დღეს კიდევ ერთმა ადამიანმა ამოიკერა პირი.

ადგილობრივების ნაწილი  უარს ამბობს კომპანიის მიერ შეთავაზებულ კომპენსაციებზე, რადგან სამუშაოების მწარმოებელი კომპანია გასაცემი თანხის რაოდენობას კერძო აუდიტორის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ითვლის.

შუქრუთელები "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მოწვეული აუდიტორის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ და პროცესში სახელმწიფოს ჩართვას ითხოვენ. სხვა შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და ამბობენ, რომ მომდევნო დღეებში პირს ქალებიც ამოიკერავენ.

"არ ვენდობით კერძო აუდიტორს, რადგან სინამდვილეში სოფელში არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. შესაბამისად, შეუძლებელია ეს დასკვნა რეალობის ადეკვატური იყოს. მოვითხოვთ, პროცესში ჩაერთოს სახელმწიფო და კვლევა ჩაატაროს სამხარაულის ექსპერტიზამ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გვექნება ნდობა", - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი ჯანო ლაბაძე.

პროტესტის ფონზე "ჯორჯიან მანგანეზმა" 2 300 000 ლარის კომპენსაციების გაცემა დააანონსა და 19 მაისიდან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებას იწყებს. კომპანიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას 36 ოჯახი მიიღებს, თუმცა, თანხა არა სამხარაულის, არამედ კერძო აუდიტორის დასკვნის მიხედვით გაიცემა.

კომპანიაში არ უარყოფენ, რომ ექსპერტთა ჯგუფი, რომლებსაც შუქრუთში მცხოვრებთა სახლების დაზიანების ხარისხი უნდა შეესწავლა, თავად მოიწვია და მომსახურების თანხაც გადაიხადა, თუმცა, ამბობენ, რომ პროცესს ადგილობრივებიც ესწრებოდნენ.

"ჯორჯიან მანგანეზის" კონტრაქტორი კომპანია შპს "შუქრუთი პლიუსის" წარმომადგენელი დავით სალაძე გვეუბნება, რომ ისინი სამხარაულის მიერ კვლევის ჩატარების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა, თუ დასკვნა არარეალისტური იქნება, არ დაეთანხმებიან.

"დიახ, შპს "შუქრუთი პლიუსი" უხდის თანხას ამ აუდიტორულ კომპანიას. აბა,  მოსახლეობა გადაუხდის? მაგრამ ჩვენს კომპანიას არ ჩაუტარებია ეს კვლევა. თვითონ ადგილობრივები მუშაობდნენ ამ აუდიტთან და სოფელთან იყო ამაზე შეთანხმება მიღწეული. კი ბატონო, თვითონ გააკეთონ შეფასება. თუ ეს დასკვნები იქნება რაციონალური და ახლოს სამართლიანობასთან, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ იქ თუ იქნება საკითხი დასმული იმგვარად, რომ სამხარაული არასწორად გააკეთებს კვლევას, ამას რატომ დავეთანხმებით? თუ ისინი არ გვეთანხმებიან, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ არ დავეთანხმოთ? გააჩნია როგორ დასვამენ ისინი საკითხს და რა ტიპის შეფასებას მოითხოვენ", - ამბობს დავით სალაძე.

სოფელ შუქრუთში ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მადნის მოპოვების სამუშაოებს, რის შედეგადაც, მათი თქმით,  მათი საცხოვრებელი სახლები ზიანდება, 92-ე დღეა აპროტესტებენ. ერთი კვირის წინ კი აქტივისტებმა პირი ამოიკერეს.

სამთვიანი პროტესტის მიუხედავად, ადგილობრივებთან ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩადიან.  

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.



ამავე თემაზე:


"ჯორჯიან მანგანეზის" სიტყვიერი დაპირების არ გვჯერა" - შუქრუთელები პროტესტს აგრძელებენ


ჭიათურაში შიმშილობა კიდევ ერთმა ადამიანმა დაიწყო


შიმშილობის მეოთხე დღე - ჭიათურაში პროტესტი გრძელდება

შუქრუთელების მდუმარე პროტესტი (ფოტო)


"გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესები მართულია" - "ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთის პროტესტზე


სოფელი, რომელიც შესაძლოა ჩაიძიროს (ფოტო/ვიდეო)

ჭიათურაში მოსახლეობის პროტესტზე "ჯორჯიან მანგანეზი" განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის მოსახლეობას სასამართლოში უჩივის

ჭიათურაში კომპენსაციების მიღების მოთხოვნით სამმა ადგილობრივმა პირი ამოიკერა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.