ჭიათურის სოფელ
შუქრუთში მოშიმშილეების რაოდენობა გაიზარდა.
კომპანია "ჯორჯიან მანგანეზისგან"
კომპენსაციების მიღების მოთხოვნით, პირი კიდევ ერთმა ადამიანმა
ამოიკერა. კოროხნალის მაღაროსთან ახლა ოთხი აქტივისტი შიმშილობს.
მათი თქმით, ვიდრე კომპანია კანონის შესაბამისად არ დაითვლის მათ
ქონებას, არ აღწერს ზარალს და არ გასცემს შესაბამის კომპენსაციებს,
პროტესტს არ შეწყვეტენ. ხვალიდან კი მოშიმშილეთა რიგებს კიდევ ერთი
ადამიანი შეემატება.
"დღეს დაგვემატა ერთი
ადამიანი. ოთხი ვშიმშილობთ უკვე. ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა
საყურადღებოა. ხვალ კიდევ ერთი დაიწყებს შიმშილობას", - ამბობს
ერთ-ერთი აქტივისტი ჯანო ლაბაძე.
სოფელ შუქრუთში ადგილობრივები
"ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მადნის მოპოვების სამუშაოებს, რის
შედეგადაც, მათი თქმით, მათი საცხოვრებელი სახლები
ზიანდება, 89-ე დღეა აპროტესტებენ. ხუთი დღის წინ კი აქტივისტებმა
პირი ამოიკერეს.
თითქმის სამთვიანი
პროტესტის მიუხედავად, ადგილობრივებთან ხელისუფლების
წარმომადგელები არ ჩადიან. "ჯორჯიან მანგანეზის"
წარმომადგენელმა ვლადიმერ სალაძემ კი პროცესსმართული უწოდა.
შპს "ჯორჯიან მანგანეზი"
ჭიათურა-საჩხერის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის სამთო მოპოვების
ლიცენზიის მესაკუთრეა. ის მოპოვებით საქმიანობას ჭიათურის მთლიან
ტერიტორიაზე (16 430 ჰექტარზე) ახდენს.
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის
მქონე შენობა, რომელსაც ხანძარი ორი წლის წინ გაუჩნდა, ამ
დრომდე მიტოვებულ და მძიმე მდგომარეობაში რჩება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები