ახალი ამბები
როგორი იქნება ქუთაისის სატრანსპორტო ბარათი
FaceBook
17 მაისიდან ქუთაისის მუნიციპალურ ავტობუსებში უკონტაქტო გადახდის სისტემა ამოქმედდება.
პირველ ეტაპზე მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც სპეციალურად დამზადებული ბარათით, ასევე, ნაღდი ფულით, რომელსაც მგზავრი ამ მიზნით დამონტაჟებულ ყუთში ჩააგდებს. უკონტაქტო ბარათის მფლობელები კი თანხის გადახდას ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით შეძლებენ.

მგზავრობის ბარათები "თიბისი" ბანკმა უკვე დაამზადა. მათი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც აღნიშნული ბანკის ფილიალებში, ასევე, "სპარის" და "დეილის" ქსელურ მარკეტებში. სატრანსპორტო ბარათი 2 ლარი ეღირება და მას მგზავრი თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით შეავსებს.

სატრანსპორტო ბარათის პარალელურად, მუნიციპალურ ავტობუსებში მგზავრობის ღირებულების გადახდა შესაძლებელი იქნება თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.

ავტობუსით მგზავრობა 40 თეთრი ეღირება.

გადახდის სრულად საბარათე სისტემაზე მუნიციპალური ტრანსპორტი ერთ თვეში გადავა. ამავე პერიოდიდან ამოქმედდება სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვისა და სტუდენტებისთვის შეღავათები.

ქუთაისში მუნიციპალურმა ავტობუსებმა მუშაობა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყო. მერიამ ქალაქში ტრანსპორტი ისე შემოიყვანა, რომ არ ჰქონდა მოწყობილი ავტოპარკი და არც ელექტრონული ტაბლოები დაუმონტაჟებია. ავანგარდის დასახლებაში ავტოპარკის მოწყობის სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს, მოსაცდელებთან  ციფრული ტაბლოების მოწყობაზე ზრუნვა კი ადგილობრივ თვითმმართველობას ჯერ არ დაუწყია.


მუნიციპალური ავტობუსები ქუთაისის ბიუჯეტს 23 100 400 ლარი დაუჯდა.


ამავე თემაზე:

რაში დაიხარჯა პანდემიის დროს ქუთაისისთვის ნასესხები მილიონები
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას
ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსახვერპლა.
16:29 / 23.06.2021
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსახვერპლა.
გელათში არსებული ვითარების შესასწავლად იუნესკოს ექსპერტები
იმყოფებიან.
12:02 / 23.06.2021
გელათში არსებული ვითარების შესასწავლად იუნესკოს ექსპერტები იმყოფებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.