ახალი ამბები
"ინტერესთა კონფლიქტთან საქმე არ გვაქვს" - ქუთაისის მერია "გამჭვირვალობის" კვლევაზე
FaceBook
ქუთაისის  მერია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება, სადაც მერის მოადგილის, იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორის კომპანიის  მიერ მოგებულ ტენდერებზეა საუბარი.

მერიის იურისტი მერის მოადგილის ბიზნესპარტნიორის მიერ მსხვილბიუჯეტიანი ტენდერების მოგებაში ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს. ირაკლი გიორგაძე ამბობს, რომ იუზა უგულავამ მერის მოადგილის პოზიციაზე დანიშვნისთანავე კომპანიაში მის წილზე უარი თქვა და სხვა პირს გადასცა მართვაში. გიორგაძის თქმით, პრობლემა არც იმაშია, რომ მერის მოადგილე, ამავდროულად, იმ სატენდერო კომისიის თავმჯდომარეა, რომელიც ქუთაისის მერიის სახელით ტენდერებს აცხადებს, ამ ტენდერებს კი მისივე ბიზნესპარტნიორის კომპანია იგებს.

"ბატონი იუზა ქუთაისში 90%-ს იცნობს, ბევრთან მეგობრობს და მაშინ გამოდის, რომ ვერავინ  მიიღებს მონაწილეობას ტენდერებში. ინტერესთა კონფლიქტთან არ გვაქვს საქმე. ამ შემთხვევაში კანონი არ ირღვევა, რადგან ბატონმა იუზამ მერის მოადგილედ დანიშვნისთანავე უარი თქვა ამ კომპანიაში მის 50%-იან წილზე და მართვის უფლებით გადასცა სხვას", - განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.

კვლევის მიხედვით, მერის მოადგილის ბიზნესპარტნიორის კომპანიამ 114 220 ლარის ტენდერი მოიგო 2019 წელს, 16 000 ლარის ტენდერი კი 2020 წელს. 2021 წლის 5 მარტს კი კომპანიასთან 164 325 ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ხუთი ტენდერიდან ოთხ შემთხვევაში შპს "ლიკო-1"-ს კონკურენტი არ ჰყოლია.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იუზა უგულავა ვალდებული იყო, განეცხადებინა ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ (რადგანაც ტენდერში მონაწილე კომპანიის წილის მფლობელი და დირექტორი მისი ბიზნესპარტნიორია) და შეეწყვიტა აღნიშნული შესყიდვების განხილვის პროცესში მონაწილეობა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.