ახალი ამბები
პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს თავდაცვის მინისტრს მოუსმენენ
FaceBook
საქართველოს პარლამენტში დღეს თავდაცვის მინისტრს ელოდებიან. ჯუანშერ ბურჭულაძეს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ.
ჯუანშერ ბურჭულაძე პარლამენტში, თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრებს.

როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აცხადებს, შთამბეჭდავია ის ნაბიჯები, რომელიც შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციის თვალსაზრისით გადაიდგა.

"მოვისმენთ ინფორმაციას თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ. ეს იქნება ძალიან საინტერესო მოსმენა. თავდაცვის უწყება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყებაა ჩვენს ქვეყანაში. შთამბეჭდავია ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციის თვალსაზრისით,“ - აცხადებს ირაკლი ბერაია.

თავდაცვის მინისტრის მოსმენას დაესწრებიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.