ახალი ამბები
გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობა კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივეს
FaceBook
გოგი წულაიას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივა.
გოგი წულაიას უფლებადამცველი  ვალერი გელბახიანის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა.  

"არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ იყო იმისა, რომ პატიმრობაში დაეტოვებინათ, მოსამართლეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც განვუმარტეთ მაგრამ არ გაითვალისწინა", -   ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, პოლიტიკოსი გოგი წულაია მომდევნო სასამართლო სხდომაზე, რომელიც 17 მაისს გაიმართება, დასწრებას არ აპირებს. 

გოგი წულაია პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღე შიმშილობდა, რის შემდეგაც  მისი საავდმყოფოში გადაყვანა  გახდა საჭირო. 

პოლიტიკური პარტია "თავისუფალი საქართველოს" ყოფილი თანათავმჯდომარე გოგი წულაია თბილისში, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის 126-ე მუხლით იყო აღძრული. თუმცა 138-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა.

გოგი წულაიამ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი ჟესტი გამოიყენა.

მან ამ ფორმით ტვ "პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი" სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქკომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ამავე თემაზე:

გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო

„წვეთოვანით იღებს აუცილებელ ვიტამინებს“ - ადვოკატი გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე


Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #გოგი წულაია
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.