ახალი ამბები
პროექტები იმერეთში, რომლის განხორციელება „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში დაანონსდა
FaceBook
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის "განახლებული რეგიონები" ფარგლებში იმერეთის 12-ივე მუნციპალიტეტში სხვადასხვა პროექტების განხორციელება დაანონსდა.
სპეციალურმა კომისიამ ქუთაისში ჩატარებულ პირველ სხდომაზე იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია.

წინადადებები იმერეთის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს, შერჩეული არეალების განვითარებისთვის შესაბამისი პროექტების/ესკიზების შემუშავება კი უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ.
კომისიის მიერ შერჩეული არეალებია:

⦁ ქუთაისი - ფალიაშვილის ქუჩა და ცენტრალური ბულვარი

⦁ საჩხერე - ქალაქის ცენტრალური ნაწილი (მუხრან მაჭავარიანის ქუჩა და სხვა)

⦁ ჭიათურა - ქალაქის ცენტრალური ნაწილი (9 აპრილის ქუჩა და სხვა)

⦁ ხარაგაული - სოლომონ მეფის ქუჩა

⦁ ზესტაფონი - დავით აღმაშენებლის ქუჩა

⦁ ტყიბული - კოსტავას და გამსახურდიას ქუჩები

⦁ თერჯოლა - ქალაქის ცენტრალური უბანი (რუსთაველის ქუჩა)

⦁ ბაღდათი - აკაკი წერეთლის და ვაჟა-ფშაველას ქუჩები

⦁ ვანი - თავისუფლებისა და თამარ მეფის ქუჩები

⦁ სამტრედია - თამარ მეფის ქუჩა და მიმდებარე სკვერი

⦁ ხონი - ჭანტურიას და მოსე ხონელის ქუჩები

⦁ წყალტუბო - გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა

⦁ ასევე, მომზადდება ქალაქების - ქუთაისის, წყალტუბოს და ვანის ურბანული განახლების დოკუმენტაცია/პროექტები

კომისიის პირველ სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
15:02 / 17.04.2024
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.