ახალი ამბები
კომპანია, რომელიც ავტოპარკს ერთი წელია აშენებს, ისევ დამატებით დროს ითხოვს
FaceBook
ქუთაისში, ავტოპარკის მშენებლობაზე  პასუხისმგებელი კომპანია, სამუშაოების დასრულების ვადის მეექვსედ გახანგრძლივებას ითხოვს.

შპს "სქაიჰაუსს",  ხელშეკრულების მიხედვით, ავტოპარკის მოწყობა 8 თვეში უნდა დაესრულებია, თუმცა, სამუშაობი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს.

ვადის რამდენჯერმე გახანგრძლივების მიუხედავად, უცნობია, როდის გაიხსნება ქუთაისის ავტოპარკი, რომელიც ბიუჯეტს 2 695 875 ლარი უჯდება.

ქუთაისის მერია კომპანიისთვის სამუშაოების კიდევ ერთხელ გადავადებაზე უკვე მსჯელობს. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილე მირზა ხიდაშელი ამბობს, რომ კომისია გადაწყვეტს კიდევ რამდენ დროს დაუმატებენ "სქაიჰაუსს".

"შემოტანილი აქვს წინადადება სამუშაოების ვადის გაზრდასთან დაკავშირებით და ითხოვს 31 მაისის ჩათვლით გახანგრძლივებას. გარდა ამისა, კომპანია აპელირებს ფასებზე და ამბობს, რომ პროცესი გაჭიანურდა იმის, გამო რომ  ბაზარზე ფასებმა მოიმატა. მიმდინარეობს საკითხზე მსჯელობა, მათ შორის, მოხდება გამოკვლევა როგორი მდგომარეობაა სხვა კონკურენტი კომპანიების შემთხვევაში და კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას. სატენდერო ღირებულების გაზრდაზე არ არის მსჯელობა. საუბარია, ვადის გაზრდაზე, თუმცა, გადაიწევს თუ არა ეს დრო 31 მაისამდე, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის", - განაცხადა მირზა ხიდაშელმა.

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სამუშაოების ბოლო ვადის ამოწურვაში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ ვიდრე კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულების მოქმედების დრო არ დასრულდება, მასში  ცვლილების შეტანა, მათ შორის, სამუშაოების გახანგრძლივების შესახებ, შესაძლებელია.

დარღვეულ ვადებზე საუბარი არ სურს კომპანიის დირექტორს. იოსებ მახვილაძე ამბობს, რომ სამუშაოები ვადების დაცვით მიმდინარეობს.

"არანაირი დარღვევა არ მაქვს. ყველაფერი ეტევა ვადებში", - ამბობს იოსებ მახვილაძე.

ქუთაისის მერიამ შპს "სქაიჰაუსთან" ხელშეკრულება გასული წლის 7 აპრილს გააფორმა. დოკუმენტის მიხედვით,  კომპანიას სამუშაოები რვა თვეში, 2020 წლის 8 დეკემბერს უნდა დაესრულებია, თუმცა, წელიწადზე მეტი უკვე გავიდა და ახალი ავტობუსებისთვის ინფრასტრუქტურა ჯერ ვერ მოწესრიგდა.

თავდაპირველად სამუშაოები ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინის გამო გადავადდა. მოგვიანებით კომპანიამ მერიას ისევ მიმართა და ვადის გაზრდა "ენერგო პრო ჯორჯიას" გადამცემი ხაზის გადატანის მიზეზით მოითხოვა. მერიამაც "სქაიჰაუსს" დრო 28 თებერვლამდე გადაუწია. ამის შემდეგ შემსრულებელი უკვე საავანსო თანხის გაორმაგებას ითხოვს, რის მიზეზადაც ძვირადღირებული დანადგარების შეძენას ასახელებს. მერია ამაზეც თანხმობას აცხადებს და კომპანიას ხელშეკრულების ღირებულების 40%-ს  უპრობლემოდ უხდის, რამაც ერთ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. "სქაიჰაუსი" ამის შემდეგაც ითხოვს სამუშაოების გადავადებას. მერიამ ხელშეკრულებაში შეტანილი მეთოთხმეტე ცვლილებით, ავტოპარკის მოწყობის ბოლო ვადად 21 აპრილი განსაზღვრა, თუმცა, "სქაიჰაუსმა" სამუშაოების დასრულება ვერც ამ ვადაში შეძლო.

კომპანია, რომელმაც რვა თვეში შესასრულებელი სამუშაოები წელიწადზე მეტია ვერ დაასრულა, ხელშეკრულების 40% კი წინასწარ უკვე აღებული აქვს, მერიას არც კი დაუჯარიმებია.

ქუთაისში ახალი ავტობუსები მიმდინარე წლის 8 თებერვალს გამოჩნდა. სატრანსპორტო საშუალებები, ავტოპარკის არარსებობის გამო, ამ დრომდე "ტორპედოს"  ბაზაზე დგებიან.

ამავე თემაზე:

ავტოპარკი ავტობუსების გარეშე (ფოტო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
ჭიათურის მუნიციპალიტეტ სოფელ შუქრუთში მიმდინარე პროტესტს, რომელიც
45-ე დღეა გრძელდება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ეხმიანება.
11:30 / 26.04.2024
ჭიათურის მუნიციპალიტეტ სოფელ შუქრუთში მიმდინარე პროტესტს, რომელიც 45-ე დღეა გრძელდება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.