ახალი ამბები
"გვირილობა" წელსაც მასშტაბური ღონისძიებების გარეშე ჩაივლის
FaceBook
2">ქუთაისის ტრადიციული დღესასწაული "გვირილობა" წელსაც მინიმალური პროგრამით ჩატარდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ქალაქში ძირითადად, გამოფენები და მცირე მასშტაბის პერფორმანსებია დაგეგმილი.

2 მაისს, ქალაქის ტრადიციული დალოცვის რიტუალი ჩატარდება ბაგრატის ტაძარში. ლოცვას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე აღავლენს. 12 საათიდან გაიმართება ფოტოგამოფენები, სადაც წარმოდგენილი იქნება ქუთაისელი მხატვრების ფოტოები ქუთაისის შესახებ, ასევე, გამოიფინება სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები. 13 საათზე დაგეგმილია სამი ოთარის ძეგლის ტრადიციული პატივგება და "გიმნაზისტკების" პერფორმანსი. ღონისძიებების უმრავლესობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გაიმართება.

სამ მაისს ღონისძიებები არ ჩატარდება. ოთხი მაისიდან 12 მაისის ჩათვლით, ასევე, შეზღუდვის პირობებში გაიმართება თოჯინების თეატრის სპექტაკლი, ნიღბების თეატრის წარმოდგენა, ყვავილებისა და ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა, წიგნების ფესტივალი და ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირი. 8-12 მაისს კი ქალაქი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს.

რა უჯდება ქალაქის ბიუჯეტს პანდემიის პირობებში გვირილობის აღნიშვნა, მერია ხარჯებს არ ასაჯაროებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
13:19 / 26.06.2026
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე მოსახლეობის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.