ახალი ამბები
ქუთაისში ავტობუსით მგზავრობა არ ძვირდება
FaceBook
ქუთაისის მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის ღირებულება არ იცვლება და მოქალაქეებს გადაადგილება კვლავ 40 თეთრად შეეძლებათ.

ამასთანავე, შემუშავდა საშეღავათო სისტემა, რომლის მიხედვითაც ჯამში 28 000 ადამიანს სრულად, ან ნაწილობრივ დაუფინანსდება მგზავრობა.

მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა დაუფინანსდება: შშმ პირებს, მეორე მსოფლიო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე პირებს, მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებს, ჩერნობილის ავარიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე პირებს, მადლიერების  სახლის ბენეფიციარებს, მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000 ქულას.
მხოლოდ 20 თეთრს გადაიხდიან საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლები, ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და ვეტერანის მოწმობის სტატუსის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირები.

მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის სისტემის დანერგვა მაისში უნდა დასრულდეს.

რა უჯდება ბიუჯეტს საშეღავათო სისტემა და ავტობუსების ექსპლოატაციის ხარჯი, მერიაში არ იციან. ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი ამბობს, რომ ხარჯების დათვლა ახლა მიმდინარეობს.

ქუთაისში ახალი ავტობუსები მიმდინარე წლის 8 თებერვლიდან შემოიყვანეს. მუნიციპალური ტრანსპორტისთვის ქალაქის ხელისუფლებამ 6 814 618 ევრო ვალის სახით აიღო, რომელიც 10 წელი უნდა იხადოს.

მერიას ამ დრომდე არ დაუსრულებია ავტოპარკის მოწყობა, რომელიც დამატებით 2 642 776 ლარი უჯდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ტრანსპორტი
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.