ახალი ამბები
გუმათჰესთან აქტივისტებმა დამატებითი კარავი გაშალეს
FaceBook
გუმათში, სადაც ორ კვირაზე მეტია სამართალდამცველებს რკინის ჯებირები აქვთ  აღმართული, ხეობის მცველებმა დამატებითი კარავი გაშალეს.

მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის'' აქტივისტის ნუგზარ გოდოლაძის თქმით, კარვის დადგმის საჭიროება მხარდამჭერების  რაოდენობის გაზრდამ გამოიწვია.

"არ იყო საკმარისი სივრცე, ბევრი ადამიანი მოდის და საჭიროა დამატებითი კარვები. უკვე გვაქვს ორი კარავი, დღეს გავშალეთ კიდევ ერთი, რომ ადამიანებმა შეძლონ ღამის გათევა და სიტუაციის კონტროლიც უფრო მარტივი იყოს", - განაცხადა  ნუგზარ გოდოლაძემ.

ეს ის კარვებია, რომლებიც პოლიციის ძალით სოფელ ნამოხვანში, ერთ-ერთი აქტივისტის ეზოში 11 აპრილს აიღეს.

რიონის ხეობაში 183-ე დღეა ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.

15 აპრილს აქტივისტები იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც დიალოგის დაწყების წინაპირობად სამი მოთხოვნა წამოაყენეს. ესენი იყო: გუმათჰესთან რკინის ჯებირების მოხსნა, სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლება და ხეობაში ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება, თუმცა,  ხელისუფლებამ ადგილზე მხოლოდ სამართალდამცველების რაოდენობა შეამცირა, არ მოხსნა რკინის ჯებირები და  აქტივისტებს ამ დრომდე არ აძლევს გადაადგილების უფლებას.

ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.