ახალი ამბები
გუმათჰესიდან გადავარდნილ მოზარდს საოპერაციოდ ამზადებენ
FaceBook
17 წლის მოზარდს, რომელიც  გუმათჰესის ხიდიდან გადავარდა საოპერაციოდ ამზადებენ.
"ჩაუტარდა ყველა სახის კვლევა, ბარძაყის მოტეხილობა აქვს და ვამზადებთ ახლა საოპერაციოდ", - განმარტავენ  ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრში.

მოზარდი 18 აპრილს  გუმათჰესის ხიდიდან გადავარდა.

თვითმხილველთა თქმით, იგი  მშობლებთან ერთად პროტესტის ადგილზე იყო მისული.

"შეშას აგროვებდა აქციის მონაწილეებისთვის, რომლებიც კარავში ათევენ ღამეს. ჩანს, სიმძიმემ დაძლია და ხიდიდან გადავარდა", - ამბობენ თვითმხილველები.

მოზარდის გადარჩენა ჰესის თანამშრომლებმა შეძლეს.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, რომელსაც გუმათჰესთან კარავი აქვთ გაშლილი, ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია, მოზარდი როგორ აღმოჩნდა ხიდზე, რადგან ტერიტორიას პოლიციელები აკონტროლებენ.

აღსანიშნავია, რომ რიონის ხეობაში, მდინარე რიონში 3 აპრილს ახალგაზრდა მამაკაცი შევიდა, რომელსაც მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

გუმათჰესთან დაახლოებით ორი კვირაა გადაადგილება შეზღუდულია. ადგილზე პოლიციელები დგანან, რომელიც გუმათჰესის იქით, სოფელ ნამოხვანისაკენ გადაადგილებას აკონტროლებენ.

ხეობის გადაკეტვა ნამახვანჰესის მშენებლობის პროტესტს უკავშირდება, რომელიც 175 დღეა მიმდინარეოებს.

ამავე თემაზე:

მოზარდი, რომელიც გუმათჰესის ხიდიდან გადავარდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს

გუმათჰესთან მამაკაცი მდინარეში გადავარდა



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.