ახალი ამბები
პანდემიის დაწყების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტმა პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა
FaceBook
ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, სამთვიანი პაუზის შემდეგ, ევროპის მიმართულებით, პირდაპირი რეგულარული რეისები განახლდა.

განახლებული აეროპორტიდან, პანდემიის შემდეგ, პირველი რეგულარული ფრენა ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით, დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Wizz Air-მა შეასრულა.

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრებს ოთხჯერ უფრო გაფართოებული ტერმინალი დახვდებათ, რომელიც ჯამში დაახლოებით 30 ათასი კვადრატული ერთიანი სივრცეა - საერთო მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვისაა საჭირო.




მოეწყო 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ. სხვა სიახლეები, ოპერირების განახლების პარალელურად, აეროპორტში ეტაპობრივად დაინერგება.

აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული შენობის ფასადი მოიხატა ქუთაისის ბრენდინგის შესაბამისად. ასევე, განხორციელდა ტრაპზე, აეროპორტის ავტობუსებსა და საბარგო ურიკებზე ბრენდინგის ელემენტების განთავსება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული ფრენები აპრილში ვილნიუსის და ვარშავას მიმართულებით, მაისიდან კი - დორტმუნდისა და რიგას მიმართულებით შესრულდება.

საქართველოს მთავრობამ, რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა პირველი თებერვლიდან მოხსნა და გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობაც, საიდანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები მხოლოდ პისიარ ტესტის საფუძველზე შემოდიან.

2020 წლის აგვისტომდე რეგულარული ფრენები არ აღდგენილა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.