ახალი ამბები
რიონის ხეობის მცველები რამდენიმე ქვეყნის ელჩს შეხვდნენ
FaceBook
რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორები, ვარლამ გოლეთიანი და მირზა ნოზაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ონლაინ ფორმატში შეხვდნენ.

მირზა ნოზაძის თქმით, შეხვედრაზე მათ ელჩებს მიაწოდეს ინფორმაცია ხეობაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, მათ შორის,  ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ.

"ჩვენ პროტესტის პირველივე დღეებიდან ვცდილობდით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დაკავშირებას და ხმის მიწვდენას. შეხვედრა ემსახურებოდა მათ ინფორმირებას თუ რას ვაპროტესტებთ, რა არის ჩვენი კითხვები. იყო ინფორმაციების გაცვლა ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მაგალითად, დარბეული ნამოხვანის კარვებისა და ბლოკბოსტის სახით. ეს იყო პირველი ნაბიჯი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის. მათ მოისმინეს ჩვენი შეფასებები და აუცილებლად იქნება შემდგომი შეხვედრა, რომ ისინი ამ პროცესებს დააკვირდნენ და თუ საჭირო იქნება, შეფასებებიც გააკეთონ", - განაცხადა მირზა ნოზაძემ.

ხეობის მცველებთან ონლაინ ფორმატში საუბარი აშშ-ს, ევროკავშირის, გერმანიის, ესტონეთისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებთან შედგა. შეხვედრა ხეობის მცველების ინიციატივით მოეწყო. მირზა ნოზაძის თქმით, მათ ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად თურქეთის საელჩოსთან კომუნიკაციის მცდელობა არ ჰქონიათ.


მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრები ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობას 175  დღეა აპროტესტებენ. ხეობაში ვითარება 3 აპრილს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ჰესების მშენებელი კომპანია "ენკას" ახალი დიერქტორი პოლიციელებთან ერთად ჩავიდა.
იმავე დღეს, პოლიციამ გუმათჰესთან  ე.წ. ბლოგ საგუშაგო მოაწყო და შეზღუდა სოფელ ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილება.

11 აპრილს სამართალდამცავებმა ხეობის მცველებს კარვები დაუშალეს.

13 აპრილს პოლიციამ აქტივისტები დაარბია და 6 ადამიანი დააკავა.




რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებს  22 საშუალო და მსხვილი კომპანია
დასაქმებას სთავაზობს.
15:11 / 14.06.2021
ქუთაისში, სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს  22 საშუალო და მსხვილი კომპანია დასაქმებას სთავაზობს.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, რიონის ხეობა,
სადაც პროტესტი 231 დღეა გრძელდება, ნორმალურ ცხოვრებას უნდა
დაუბრუნდეს.
15:06 / 14.06.2021
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, რიონის ხეობა, სადაც პროტესტი 231 დღეა გრძელდება, ნორმალურ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.