ახალი ამბები
ავსტრიაში მცხოვრები ქართველები რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობას უცხადებენ
FaceBook
რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობას ავსტრიაში მცხოვრები ქართველებიც უცხადებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას "მწვანეთა მოძრაობა" ავრცელებს.

ისინი სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და უკანონო ქმედებების შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენ ვგმობთ ყველა იმ უკანონობას, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს რიონის ხეობაში და მოვუწოდებთ საქართველოს მთვარობას, შეწყვიტოს რიონის ხეობის მცველების წინააღმდეგ რეპრესიული მექანიზმებით მოქმედება და მათი კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებების შეზღუდვა. ხელისუფლება უნდა იცავდეს მოსახლეობის ინტერესს. აქედან გამომდინარე, ყოვლად გაუმართლებელია კერძო კომპანიის ინტერესის დასაცავად საკუთარი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვა".

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრები ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობას 173 დღეა აპროტესტებენ.

რიონის ხეობა უკვე ორი კვირაა ჩაკეტილია. სამართალდამცველებმა აქტივისტებს ჯერ კარვები დაურბია.

ახლა კი ხეობაში შესვლის უფლებას არ აძლევს. მეთოთხმეტე დღეა გუმათჰესთან რკინის  ჯებიერებია აღმართული.

ნამახვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს და ხეობის მცველებს სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში "გლოვოს", "ბოლტისა" და "ვოლტის" კურიერებმა და ახალციხეშიც, რომლებმაც  მცველების მხარდამჭერები სოლიდარობის აქციები გამართრეს. 

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრები ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობას 174 დღეა აპროტესტებენ.

ხეობაში ვითარება 3 აპრილიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ჰესების მშენებელი კომპანია "ენკას" ახალი დიერქტორი პოლიციელებთან ერთად ჩავიდა.
ხეობაში 3 აპრილიდან შეიზღუდა გადაადგილება სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, რის გამოც გუმათჰესთან პოლიციამ ე.წ. ბლოგ საგუშაგო მოაწყო.

11 აპრილს სამართალდამცავებმა ხეობის მცველებს კარვები დაუშალა.

13 აპრილს პოლიციამ აქტივისტები დაარბია და 6 ადამიანი დააკავა.

14 აპრილს ბარიკადები აღმართეს და პროტესტის "ხმაურით" გამოხატვა აკრძალეს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა,
22:15 / 04.12.2024
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა, "ქართული ოცნების" მიერ საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ, აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.
15:16 / 04.12.2024
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კომპანია "ენკას" მიერ საარბიტრაჟო დავის მოგების შემდეგ აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაშალეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.