ახალი ამბები
"ვისაუბრებთ ტექნიკურ საკითხებზე" - ხეობის მცველები მთავრობის წევრებთან შეხვედრას დათანხმდნენ
FaceBook
"დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ტექნიკურ საკითხებზე.  გვინდა პოლიცია გავიდეს ხეობიდან, მოიხსნას რკინის ჯებირები",

-  განაცხადა  ქუთაისის მერიაში მთავრობის წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე ვარლამ გოლეთიანმა.

მისი თქმით, ამ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ  და რა ფორმატით გაგრძელდება მომავალში მხარეებს შორის შეხვედრები.

ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, მათ შეხვედრის შესახებ შემთხვევით შეიტყვეს. ამის მიუხედავად, ისინი შეხვედრას დაესწრებიან.

"შემთხვევით გავიგეთ ამ შეხვედრის შესახებ და დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ თუ ამას ვერ გავიგებდით, შეიძლება მათ ეთქვათ, რომ ჩვენ არ მივედით ამ შეხვედრაზე და მოყვებოდა ამას სპეკულაციები, რაც აქამდეც ხდებოდა. ამის მიუხედავად, ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრობლემა ვინმესთან საუბრის, ამიტომ დავიძვრებით ახლა ქუთაისისკენ. ჩვენი მხარდამჭერები დადგებიან მუნიციპალიტეტის შენობასთან და რამდენიმე წარმომადგენელი შევალთ შეხვედრაზე", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისის მერიაში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრა დაიგეგმა. 

ხეობის მცველებს  რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთის გუბერნატორს ზვიად შალამბერიძე, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული, პარმენ მარგველიძე, ხონისა და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები შეხვდებიან.

შეხვედრა მედიისთვის დახურულია. 

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრები ხეობაში გიგანტური ჰესების მშენებლობას 173 დღეა აპროტესტებენ.

ხეობაში ვითარება 3 აპრილიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ჰესების მშენებელი კომპანია "ენკას" ახალი დიერქტორი პოლიციელებთან ერთად ჩავიდა.
ხეობაში 3 აპრილიდან შეიზღუდა გადაადგილება სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, რის გამოც გუმათჰესთან პოლიციამ ე.წ. ბლოგ საგუშაგო მოაწყო.

11 აპრილს სამართალდამცავებმა ხეობის მცველებს კარვები დაუშალა.

13 აპრილს პოლიციამ აქტივისტები   დაარბია და  6 ადამიანი დააკავა.

14 აპრილს ბარიკადები აღმართეს  და პროტესტის "ხმაურით" გამოხატვა აკრძალეს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.