ახალი ამბები
რიონის ხეობის მცველებმა მოსალოდნელი პროვოკაციის გამო პროტესტის ადგილი შეცვალეს
FaceBook
რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა შესაძლო პროვოკაციის თავიდან არიდების მიზნით, დროებით, სოფელ გუმათის ცენტრში  გადაინაცვლეს.

საუბარია, "ქართულ მარშსა" და ვიდეობლოგერ დომენიკ მანგოს თანამოაზრეებზე, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, გუმათჰესთან შეკრებილებთან  შეურთებას გეგმავენ.

"რამდენიმე ისეთი ჯგუფი იყრის თავს, რომლებსაც ისტორიული დაპირისპირება აქვთ ერთმანეთთან და შეიძლება ადგილზე დაიძაბოს ვითარება. ჩვენ არ გვინდა პოლიციამ გამოიყენოს ეს შანსი. დიდი ხანია ელოდებიან რაიმე მნიშვნელოვან პროვოკაციაზე წამოგვაგონ და ამით გაანეიტრალონ ჩვენი პროტესტი. ჩვენ მოვუწოდეთ სამხარეო პოლიციის უფროსსაც, რომ მიეღო შესაბამისი ზომები, მაგრამ თქვა, რომ არაფრის გაკეთებას არ აპირებენ.

წინასწარ არანაირ კონსპირაციას არ ვავითარებთ, მაგრამ ვამბობთ, რომ თუ აქ ექნება შეხლა-შემოხლას ადგილი, ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. თუ მსგავს შემთხვევას ექნება ადგილი, ყველა გადავალთ კარვის მხარეს და ვისაც უნდა დაპირისპირება, მიეცემა ეს ასპარეზი, ალბათ, მათ ამისთვის. მოვუწოდებ ყველას, შეინარჩუნოს სიმშვიდე", - აცხადებს  ვარლამ გოლეთიანი.

მოძრაობა  "რიონის ხეობის გადარჩენისთვის''  აქტივისტებს დღეს სოფელ ნამოხვანში შესვლა ჰქონდათ დაგეგმილი. სადაც პოლიცია მათ უკვე 13 დღეა არ უშვებს. გუშინ სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს რკინის ჯებირზე ხელებით ხმაურის გამოწვევაც აუკრძალა და უთხრა, რომ თუ "ბრახუნს" არ შეწყვეტდნენ, პოლიცია გამოიყენებდა პროპორციულ ძალას.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის 172-ე დღე გუმათჰესში გრძელდება, სადაც პოლიციას რკინის ბარიკადები აქვს აღმართული და აქტივისტებს სოფელ ნამოხვანისაკენ, სადაც მათი ძირითადი საპროტესტო ადგილი იყო, არ უშვებს.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს.

გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

ამავე თემაზე:



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით
დასრულდება.
09:37 / 26.07.2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე
18:14 / 25.07.2024
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე "Pაris 24",  26 ივლისს გაიხსნება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.