ახალი ამბები
რიონის ხეობაში შსს აქტივისტების უფლებებს არღვევს - TI
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველო"  რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

"სახელმწიფოს მიერ რიონის ხეობაში განხორციელებული ქმედებები უხეშად არღვევს იქ შეკრებილი ადამიანების, როგორც მიმოსვლის, ასევე გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებებს.

ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. პროტესტი განსაკუთრებით ინტენსიურად 2020 წლის ბოლოდან მიმდინარეობს. გასულ კვირას, სახელმწიფომ სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზები დაუსაბუთებლად და ყოველგვარი მიზეზის ახსნის გარეშე, პოლიციის მეშვეობით ჩაკეტა. აქციის ორგანიზატორები ასევე საუბრობენ სახელმწიფოს მხრიდან მათ წინააღმდეგ განხორციელებულ დისკრედიტაციის კამპანიაზე. სახელმწიფოს მიერ გადადგმული არაერთი ნაბიჯი აჩვენებს, რომ მათი მიზანი საპოლიციო ძალის გამოყენებით პროტესტის ჩახშობაა.

გზის გადაკეტვასთან ერთად, 11 აპრილს, საღამოს რიონის ხეობაში კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე აქტივისტების მიერ განთავსებული კარვები აიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული მიზეზი არადამაჯერებელი, არათანმიმდევრული და დაუსაბუთებელია. სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, კარვების აღება მდინარე რიონის წყლის დონის შესაძლო ამაღლებას უკავშირდება, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას სამინისტროს წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ კარვები, მდინარე რიონში 10 აპრილს გაუჩინარებული ადამიანის სამძებრო სამუშაოებს უშლის ხელს.

გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ ამ დრომდე არ გაატარა სათანადო პოლიტიკა და არ აწარმოა შინაარსობრივი დიალოგი მოსახლეობასთან, უკვე მერამდენედ პრობლემის მოგვარების გზად რეპრესიული საპოლიციო ძალა აირჩია. ამ პროცესში კი პოლიცია და ხალხი კვლავ პირისპირ დატოვა. მსგავსი ნაბიჯებით სახელმწიფო კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობას სამართალდამცავი უწყებების მიმართ და აზიანებს საზოგადოების თვალში მათ რეპუტაციას.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს იქ მყოფი ადამიანების, როგორც გამოხატვის, ასევე მიმოსვლის თავისუფლების დაუსაბუთებელი, არაპროპორციული და თვითნებური შეზღუდვა, „რიონის ხეობის მცველებს“ მისცეს მშვიდობიანი გზებით პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა, ხოლო პრობლემის მოგვარებისთვის მოსახლეობასთან შინაარსობრივი დიალოგის გზა აირჩიოს", - ნათქვამია "გამჭვირვალობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რიონის ხეობაში 11 აპრილი ერთ-ერთი დაძაბული დღე აღმოჩნდა. "მცველების" ნების საწინააღმდეგოდ პოლიციამ კარვები დაშალა.
უწყება კარვების აღების მიზეზად მდინარე რიონის შესაძლო ადიდებას ასახელებს.

ხეობაში ვითარება 3 აპრილს მას შემდეგ დაიძაბა, რაც "ენკას" ახალი დირექტორი პოლიციასთან ერთად მივიდა. სწორედ მას შემდეგ განახლდა გიგანტური ჰესების სამშენებლო სამუშაოები. 3 აპრილიდან განთავსდა ე.წ. პოლიციის ბლოგ პოსტი სოფელ გუმათთან, სადაც არავის უშვებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.