ახალი ამბები
რიონის ხეობის „მცველი“ თავისუფალია
FaceBook
რიონის ხეობის აქტივისტის ლაშა ქუთათელაძის სასამართლო პროცესი დასრულდა.

დაკავებული ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლემ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და აქტივისტი გაათავისუფლა. ლაშა ქუთათელაძე საპატიმროს სავალდებულო პროცედურების გავლის შედეგ დატოვებს.

"მოცემულ შემთხვევაში არ ჰქონდა ადგილი სამართალდარღვევას. რის საფუძველზეც იყო ოქმი შედგენილი, ეს არის პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, ამ შემადგენლობას სახეზე ადგილი არ ჰქონია. მოსამართლემ არ დააკნინა სამართალდარღვევის ფაქტი და გაიზიარა ჩვენი პოზიცია. მან არ ცნო პირი სამართალდამრღვევად და შეწყვიტა სამართალწარმოება",
- განაცხადა "საიას" იურისტმა სალომე სალდაძემ ქუთაისიპოსტთან საუბარში. 

ლაშა ქუთათელაძე პოლიციამ 9 აპრილს, იმ დროს დააკავა, როცა აქტივისტი სოფელ ნამოხვანში, კარვებში დაბრუნებას ცდილობდა. დაკავებულს 1000-დან 4000 ლარამდე ჯარიმა, ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრებოდა.

რიონის ხეობაში უკვე რვა დღეა საპოლიციო პოსტია მოწყობილი. გუმათჰესის ტერიტორიაზე უწყვეტ რეჟიმში არიან სამართალდამცავები მობილიზებული და რკინის ჯებირებით აქვთ ხეობა გაყოფილი. ისინი მოქალაქეებს სოფელ ნამოხვანისკენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ამოწმებენ როგორც კერძო, ასევე, რეგულარულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და იწერენ მგზავრების პირად მონაცემებს.



ამავე თემაზე:


"არ არსებობს გადაადგილების შეზღუდვის აუცილებლობა" - რიონის ხეობაში სახალხო დამცველი ჩავიდა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.