ახალი ამბები
ქუთაისის მერია ფიზიკურ პირებს დასუფთავების მოსაკრებელისგან გაანთავისუფლებს
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები ფიზიკური პირები დასუფთავების მოსაკრებელის გადახდიდან განთავისუფლდებიან.
მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მოსაკრებელის შეღავათი მოსახლეობის დახმარების მიზნით დაწესდა.

მათივე ცნობით, ვისაც უკვე გადახდილი აქვთ, 2021 წლის დეკემბრის, იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების დასუფთავების მოსაკრებელი, გადახდილი თანხა პირად სააბონენტო ბარათზე აესახებათ.

"დეკემბრის, იანვრის, თებერვლის და მარტის თვეების დასუფთავების გადასახადი ქუთაისის მოსახლეობას ჩამოეწერება. ამის შესახებ სულ მალე მიიღებს ქალაქის საკრებულო შესაბამის დადგენილებას. მათ, ვინც უკვე გადაიხადა, გადახდილი თანხა დაუჯდებათ ბალანსზე და არ დაეკარგებათ თანხა", - განმარტავენ მერიაში.

"კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" დადგენილებას საკრებულო უახლოეს პერიოდში მიიღებს.

პირებმა, რომელთაც შეღავათებით სარგებლობა არ სურთ, მერიის შესაბამისს სამსახურს განცხადებით უნდა მიმართონ.

დასუფთავების გადასახადი სულადობის მიხედვით არის და ის ერთ ადამიანზე 0.50 ლარს შეადგენს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ხემაღალსა და ღვერკში, სტიქიური
მოვლენების შედეგად დაზარალებული ზოგიერთი ოჯახის საკომპენსაციო
თანხით უზრუნველყოფის შესახებ მთავრობამ დადგენილება გამოსცა.
17:05 / 30.01.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ხემაღალსა და ღვერკში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ზოგიერთი ოჯახის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფის შესახებ მთავრობამ დადგენილება გამოსცა.
14:57 / 30.01.2026
"ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა"- ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც გაზზე გაზრდილი გადასახადების მოსვლის გამო მოქალაქეების განცხადებებს ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.