ახალი ამბები
გოგი წულაიამ შიმშილობა შეწყვიტა
FaceBook
გოგი წულაიამ ათ დღიანი პროტესტის შემდეგ  შიმშილობა შეწყვიტა.


ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადვოკატის ვალერი გელბახიანის თქმით, გოგი წულაია ამ დროისთვის  კლინიკაში რჩება.

"რეაბილიტაციის კურსს გადის, ჯერჯერობით საავადმყოფოში რჩება ექიმების დკავირვების ქვეშ", -  ვალერი გელბახიანი.

ადვოკატის თქმით, გოგი წულაიამ 15 კილო დაიკლო.

გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა. პოლიტიკოსის მიმართ თავდაპირველად სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლით აღიძრა, თუმცა, მოგვიანებით ბრალი დამძიმდა და გოგი წულაიას მიმართ გამოძიება 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გოგი წულაიას 4 -დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მომდევნო პროცესი 10 მაისსა ჩანიშნული.

დაკავებული ბრალდებას არ ეთანხმება. დაცვის მხარე მომხდარს, მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილისა და მოქმედი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის იმ აუდიოჩანაწერებს უკავშირებს, სადაც ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს იმ არასრულწლოვნების დასჯას სთხოვს, რომლებმაც მას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ გოგი წულაიამ ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი ჯესტი გამოიყენა.


ამავე თემაზე:

„წვეთოვანით იღებს აუცილებელ ვიტამინებს“ - ადვოკატი გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
გოგი წულაია საავადმყოფოშია გადაყვანილი

გოგი წულაიამ შიმშილობა დაიწყო
გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა
გოგი წულაიას პროკურატურა ბრალს დღეს წაუყენებს

გოგი წულაია დააკავეს


Print