ახალი ამბები
ქუთაისში LC Wikiki-ის მაღაზია გაიხსნა
FaceBook
LC Wikiki თურქული კომპანიაა, კომპანიის დევიზია "ყველას აქვს უფლება ჩაიცვას კარგად".



ქუთაისში LC Wikiki - ის (ელსი ვაიკიკი) მაღაზიის  გახსნაზე ლენტი ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ გაჭრა. მისი თქმით, კარგია როცა ქალაქში ასეთი ბრენდული მაღაზიები იხსნება. რაც, მურღულიას თქმითვე, ქალაქში სამუშაო ადგილებს და ეკონომიკას გაზრდის.

,,იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ ქუთაისში მაღაზიები იხურება, მინდა იმედები გავუცრუო. ქუთაისში ბოლო პერიოდში რამდენიმე სერიოზული მაღაზია გაიხსნა. რაც ბიზნესის განვითარებას და მეტი ადამინის დასაქმებას ნიშნავს"-განაცხადა ქუთაისის მერმა.

LC Wikiki ის ქუთაისის ფილიალში განმარტავენ, რომ მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინონ როგორც ტანსაცმლი, ფეხსაცმელი, ასევე, აქსესუარები.

როგორც LC Wikiki -ის ქუთაისის ფილიალის მენეჯერმა განმარტა, სამსართულიან მაღაზიაში მომხმარებელს ფართო არჩევანი ექნება.

LC Wikiki თურქული კომპანიაა, კომპანიის დევიზია "ყველას აქვს უფლება ჩაიცვას კარგად".
LC Wikiki -ის ნაწარმი საერთაშორისო ბაზარზე კარგი ხარისხის ხელმისაწვდომ პროდუქციად ითვლება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.