ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ სააღდგომო ნობათების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა
FaceBook
ქუთაისის მერიამ სააღდგომო ნობათების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა (NAT210005808).
მერია სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის სააღდგომოდ 188 760 ლარს დახარჯავს. 

სოციალური კალათა 4 000 ბენეფიციარზე გადანაწილდება.

ნობათების შემადგენლობაში შედის 1 ცალი გაყინული ქათამი, 2 კგ შაქარი, 1 ცალი შედედებული რძე, 1 ლიტრი ზეთი, 1 კგ შოკოლადის კანფეტი, ნაღების კარაქი, კვერცხი, პურის ფქვილი, მაიონეზი, პასკა.

სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს სურსათის დაპაკეტება 4000 პაკეტად და დარიგება მის მიერ შერჩეული შენობიდან.

შერჩეული შენობის ადგილმდებარეობა უნდა შეთანხმდეს ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურთან.

ხელშეკრულების მიხედვით, მისაწოდებელი პროდუქტი უნდა იყოს ხარისხიანი, ფორმა და ფერი უნდა ჰქონდეს შესაბამისი პროდუქტისთვის დამახასიათებელი, უნდა იყოს საღი, მავნებლებისა და მექანიკური დაზიანების გარეშე. ნობათში მოთავსებული პროდუქტების ვარგისიანობის ვადა მიწოდების ვადას უნდა აღემატებოდეს მინიმუმ 20 კალენდარული დღით.

წინადადებების მიღება 9 აპრილს დაიწყება და 12 აპრილს დასრულდება.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.