ახალი ამბები
"თეატრი კარს ხსნის მისი უდიდებულესობა მაყურებლისთვის“ - კოტე აბაშიძე
FaceBook
"Მესხიშვილის თეატრში მუშაობა პარალელურად 8 ახალ სპექტაკლზე მიმდინარეობს",

- განმარტა Მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კოტე აბაშიძემ მედიისთვის გამართულ შეხვედრაზე. კოტე აბაშიძემ იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელსაც თეატრი აპრილიდან ივნისის ჩათვლით გეგმავს.

"აპრილიდან ივნისის ჩათვლით შემოქმედებითად დატვირთული სამი თვე გვექნება იმედი მაქვს ასე იქნება და პანდემიის კონტექსტში არანაირი საშიშროება ყველაფერ ამას არ ელოდება", - აღნიშნა კოტე აბაშიძემ. 160-ე სეზონი თეატრმა ახალ ღია სივრცეში "მწვანე თეატრში" გახსნა, თუმცა სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, ოქტომბერში ერთხელ გახსნილ სეზონს თეატრი აპრილში მეორედ გახსნის.

3 აპრილს მესხიშვილის თეატრში Წარმოადგენენ პრემიერას "ელისი საოცრებათა ქვეყანაში", რომლის დადგმასაც რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი განახორციელებს.

"ლამაზი და რთული სპექტაკლით გამდიდრდება თეატრის რეპერტუარი", - ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. Პრემიერა იგეგმება 23 აპრილსაც.

კოტე აბაშიძე წარმოადგენს მონოსპექტაკლს "თქვენო უდიდებულესობავ" ნუგზარ ლორთქიფანიძის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით.

"სპექტაკლი ნუგზარ ლორთქიფანიძის ხსოვნას მიეძღვნება". Პრემიერები იგეგმება მაისში. მაგისტრანტი რეზი ქაროსანიძე წარმოადგენს სარტრის ნაწარმოებების მიხედვით სპექტაკლს "თეატრი".

Რეჟისორები ლევან სვანაძე და კოტე აბაშიძე ეჟენი იონესკოს "ორთა ბოდვის" პრემიერასაც მაისში შესტავაზებენ პუბლიკას. Კოტე აბაძშიძის ინფორმაციით, თეატრში იწყება უილიამ შექსპირის "მაკბეტზე" მუშაობა, რომელსაც ოპერის თეატრის კაპელასთან ერთად განახორციელებენ.

"მაკბეტი" ასე ვთქვათ ცენტრალური პროექტია, რომელიც ევროსაბჭოს კულტურული ფორუმისთვის მზადდება. ფორუმი იუნესკოს ეგიდით Სექტემბრის ბოლოს გაიმართება ქუთაისში. 500 დელეგატი დაესწრება. თეატრი მზად შეხვდება ამ მოვლენას".

Თუმცა სპექტაკლის პრემიერა ივნისის ბოლოს გაიმართება. Პარლელურად დატვირთული იქნება მცირე სცენა, სადაც რეჟისორი კახა გოგოლაშვილი წარმოადგენს კომედიას "სიყვარული კუბოს კარამდე". Მუშაობას იწყებს მწვანე თეატრი, Სადაც მსახიობი და რეჟისორი ავთო სახამბერიძე სპექტაკლს  "ბარდნალა" დადგამს მწვანე თეატრში.

ინგა მესხორაძე წარმოადგენს სპექტაკლს Ნიკო გომელურის ნაწარმოებების მიხედვით, რომელიც პოეტის და მსახიობის ხსოვნას მიეძღვნება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.