ახალი ამბები
პირველი აპრილიდან ავტომანქანების ძველი სანომრე ნიშნები უქმდება
FaceBook
ავტომანქანების მფლობელებს, რომლებიც ჯერ კიდევ ძველი სანომრე ნიშნებით გადაადგილდებიან, მათი შეცვლა მოუწევთ.

2021 წლის პირველი აპრილიდან ძველ სარეგისტრაციო ნიშნებს იურიდიული ძალა უწყდებათ. შესაბამისად, მძღოლებს დრო 31 მარტის ჩათვლით აქვთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების ცენტრებში რეგისტრაციის პროცესი უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. იმის მიუხედავად, რომ ავტომანქანების სანომრე ნიშნების ახალი დიზაინით ჩანაცვლება 2014 წლიდან დაიწყო, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი ავტომფლობელია, რომელსაც ნომერი არ შეუცვლია.

"ვინაიდან, ქვეყნის მასშტაბით, მიმოქცევაში დარჩენილი იყო დიდი რაოდენობით ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი, მომსახურების სააგენტომ არაერთხელ მოუწოდა შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს, დროულად მიემართათ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისთვის. მომსახურების სააგენტოს მიერ, ასევე, არაერთხელ მოხდა, საზოგადოების ინფორმირება, რომ ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრეებს, საშუალება აქვთ, მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, დისტანციურად მოითხოვონ ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარის ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავის ნომერი ან მოცულობა და ა.შ.) არ არის შეცვლილი.
ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების გაცემა ავტომფლობელებზე 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, ვადა მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით გახანგრძლივდა.
პირველი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილების შემთხვევაში მფლობელი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.