ახალი ამბები
დატბორილია ქალაქის ცენტრალური ნაწილი და საუბნებო გზები - ძლიერი წვიმის შედეგები საჩხერეში
FaceBook
საჩხერის მუნიციპალიტეტში უამინდობის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები  მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს.
არსებულ მდგომარეობას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ადგილზე გაეცნო. შესაბამისი სამუშაოების განხორციელების შედეგად უკვე გაწმენდილია ქალაქის ცენტრალური ნაწილი. 

"უხვი ნალექის გამო, პრობლემები შეიქმნა საჩხერის მუნიციპალიტეტში, დაიტბორა როგორც ქალაქის ცენტრალური ნაწილი, ასევე დაიტბორა რამდენიმე სოფელში შიდა საუბნო გზები. უკვე გაწმენდილია ქალაქის ცენტრალური ნაწილი, ყველა შესაბამისმა სამსახურმა ოპერატიულად იმუშავა. ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფლებში, მუშაობს ტექნიკა და ფაქტიურად დღის ბოლომდე ყველგან იქნება აღდგენილი მდგომარეობა",  - ზვიად შალამბერიძე.



მოსული უხვი ნალექის შედეგად საჩხერის მუნიციპალიტეტში დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები, ათამდე საცხოვრებელი სახლი, დაზიანდა ხიდბოგირები, ნაპირდამცავი ნაგებობები, სანიაღვრე არხები და საუბნო გზები.

საჩხერეში მდინარე მერჯეულასა და საირხულას მოდიდების შედეგად დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი, სადაც განლაგებულია ქალაქ საჩხერის ავტოსადგური, ცენტრალური ბაზარი და სხვადასხვა სამრეწველო და სასურსათო სავაჭრო ობიექტები.

ამ ეტაპზე პრობლემა მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილში, უკვე სრულად არის აღმოფხვრილი.

მერჯევის, ჭალოვანის, სარეკის, ცხიმარეთის, ჯალაურთის და ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულებში მწყობრიდან გამოვიდა სანიაღვრე არხები და დაზიანდა შიდა საუბნო გზები. ასევე, დაიტბორა მოსახლეობის საკუთრებაში არსებული სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები.

ზემოთ ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ ერთეულებში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სტრასბურგის
სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა.
14:44 / 07.05.2024
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დარღვევა დაადგინა.
ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
12:36 / 07.05.2024
ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.