ახალი ამბები
"ჩვენი სახელით ვრცელდება რადიკალური განცხადებები'' - რიონის ხეობის " მცველი"
FaceBook
რიონის ხეობაში გიგანტური ჰესების  მშენებლობის  მოწინააღმდეგეები თბილისში, 31 მარტს აქციას არ გამართავენ.

ხეობის მკვიდრი და ერთ-ერთი "მცველი" ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, რომ მიზანმიმართულად ვრცელდება ტყუილი ინფორმაცია.

"სპეციალურად ვრცელდება ჩვენი სახელით რადიკალური განცხადებები.  სოფელ  ნამოხვანში ვაგრძელებთ პროტესტს, გვაქვს იგივე მოთხოვნები, უარი თქვან ნამახვანჰესის მშენებლობაზე, კომპანია "ენკამ" დატოვოს ხეობა, ინვესტორისთვის გადაცემული მიწები დაბრუნდეს და  გადადგეს ეკონომიკის მინისტრი", - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

ის, იმ  ოთხპუნქტიან გეგმასაც აფასებს, რომელიც 12 მარტს  ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 9 წუთში წარუდგინათ.

გოლეთიანი ამბობს, რომ მინისტრების მიერ შეთავაზებული გეგმა არ შეესაბამება მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის'' მოთხოვნებს.

"ფონდის შექმნა რომელზეც იყო საუბარი მათი მხრიდან სრულიად შეუსაბამოა", - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

ხეობაში ადგილობრივებმა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულმა მათმა მხარდამჭერებმა პროტესტის 143-ე ღამე გაათენეს. ადგილზე ოთხი კარავი გაშლილი.

14 მარტს, ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა.

ხეობის "მცველების" მთავარ მოთხოვნას - კომპანია "ენკამ" დატოვოს ტერიტორია, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადაგომაც დაემატა.

ხეობის მკვიდრების განმარტებით, ნათია თურნავამ ისინი დაამცირა როდესაც 12 მარტს ქუთაისის მერიაში დაგეგმილი შეხვედრიდან 9 წუთში გაიპარა.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

მხარეებს შორის დიალოგი მას შემდეგ დაიწყო, რაც რიონის ხეობის მცხოვრებლებმა 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გამართეს. მათ პროტესტს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულებიც შეუერთდნენ. ამის შემდეგ ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები ხეობაში ჩავიდნენ, სადაც გადაწყდა, რომ მხარეები გიგანტური ჰესების მშენებლობის საკითხს დეტალურად განიხილავდნენ. თუმცა, 12 მარტის შეხვედრაზე აღმოჩნდა, რომ მინისტრები რიონის მკვიდრებთან საუბარს არ აპირებენ.

ამავე თემაზე:

ქუთაისში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ღამეს მანქანებში გაათევენ

რიონის ხეობის ,,მცველები'' ნათია თურნავას გადადგომას ითხოვენ

რიონის ხეობის "მცველები" ღამეს ქუთაისის ცენტრში გაათევენ

"არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს"- შსს განცხადება

"თავიდან ვიდექით ხუთი ადამიანი, ახლა ვდგავართ ათასობით“ - ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მრავალრიცხოვანი აქცია ქუთაისში

ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია დაიწყო

თურქეთის მწვანეები ნამახვანჰესის წინააღმდეგ მებრძოლ რიონის ხეობის მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებენ

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.