ახალი ამბები
“ტვ პირველი” სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებს
FaceBook
“ტვ პირველი” სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებს, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პროკურატურას ნება დართო,

"ტელეკომპანია პირველში" შევიდეს და ამოიღოს “6 მარტს, გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გაგზავნილი ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები”.

მოსამართლის განჩინებაში წერია, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს, წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა.

ტელეკომპანიის იურისტი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ მსგავსი მოწყობილობა არ არსებობს და რომც არსებობდეს, ტელეკომპანია მის გადაცემას საგამოძიებო უწყებებისთვის არ აპირებს. გიორგი მშვენიერაძის თქმით, გამოძიების ინტერესია გამოიძიოს არა თავად ჩანაწერები, არამედ დაინტერესებულია ფაილის წარმომავლობით.

“დღეს დავიწყეთ მუშაობა, რომ ის უკანონო და არაკონსტიტუციური სასამართლოს განჩინება, რომელიც ჩაბარდა ტვ პირველს, გასაჩვრდეს ქვეყნის შიგნით სასამართლოში, რადგან სანამ არსებობს ეს განჩინება, მანამდე ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ შესაძლებლობა, იძულების სახით ნებისმიერ დროს განახორციელონ იმ ნივთის ამოღება, რომელიც არ არსებობს და რომც არსებობდეს, მაინც არ აპირებს, ტელევიზია მის გადაცემას საგამოძიებო ორაგნოებისთვის.

ეს განჩინება კარგად აჩვენებს გამოძიების სულისკვეთებაას - გამოძიებას არ აინტერესებს ფაილი, მათ აინტერესებთ ფაილის წარმომავლობა, ანუ ჟურნალისტის წყარო. ტელევიზია აცხადებს მზაობას, გადასცეს გამოძიებას აუდიო ფაილი, სადაც მოცემულია ჩანაწერი, მაგრამ ტელევიზიაში არ არსებობს ის მტკიცებულება, რის ამოღებასაც ითხოვს გამოძიება”,- განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე გიორგი მშვენიერაძემ.

„TV პირველმა“ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც სავარაუდოდ, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ასევე ამჟამინდელი უფროსი ანზორ ჩუბინიძე საუბრობენ. ჩანაწერების მიხედვით, პირები ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ, სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები - ჩანაწერს ექსპერტიზა არ ჩატარებია. ამ სამ მოქმედ პირს შორის ორმა – ანზორ ჩუბინიძემ და ბერა ივანიშვილმა ჩანაწერებზე საჯაროდ ისაუბრეს. ორივე მათგანმა ჩანაწერის შინაარსის ნაწილი დაადასტურა, თუმცა, თქვეს რომ ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა და ჩანაწერები კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა.

წყარო: bm.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
13 დეკემბერს მოსულმა უხვმა ნალექმა, იმერეთის მუნიციპალიტეტებში
გარკვეული პრობლემები შექმნა.
16:05 / 13.12.2024
13 დეკემბერს მოსულმა უხვმა ნალექმა, იმერეთის მუნიციპალიტეტებში გარკვეული პრობლემები შექმნა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
12:55 / 13.12.2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახური "ქუთაისიპოსტისგან" პროევროპულ აქციაზე გადაღებულ ვიდეომასალას და ჟურნალისტების პერსონალურ მონაცემებს ითხოვს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.