ახალი ამბები
ქუთაისში ე.წ "კინო საქართველოში" გასართობი ცენტრი გაიხსნა
FaceBook
ქუთაისში ე.წ "კინო საქართველოს" შენობაში ახალი გასართობი ცენტრი „happy candy club” გაიხსნა.

პრეზენტაციას საკრებულოს წევრები და მერიის ადმინისტრაციის უფროსი ესწრებოდნენ.

ცენტრში 3 ძირითადი დარბაზი ფუნქციონირებს. ოთახი თინეიჯერებისთვის, დაბადების დღის ცენტრი პატარებისთვის და ბავშვების დასატოვებელი დარბაზი, სადაც მშობელს დღის მანძილზე შეუძია შვილი კვალიფიციურ პერსონალს ჩააბაროს.

ცენტრი ასევე უზრუნველყოფს ბავშვებს კვებითა და ტრანსპორტირებით.

ძირითად დარბაზში ფუნქციონირებს სწრაფი კვების ობიექტი და კაფე, ასევე ბავშვებისთვის გასართობ ატრაქციონები.

,,კინო საქართველოს“ შენობა მრავალფუნქციურია, სადაც ეტაპოვრივად მოხდება სხვადასხვა ობიექტების გახსნა, მათ შორის მომავალი წლისთვის იგეგმება ექვსი კინოდარბაზის გახსნა.

ქუთაისში ე.წ კინო "საქართველოს" შენობა 8 წლიანი მშენებლობის შემდეგ მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს გაიხსნა.

"კინო საქართველოს" შენობა კინოდარბაზების გარეშე, კოტონის მაღაზიით გაიხსნა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებასთან
დაკავშირებით ქუთაისის მერი  განმარტებას  აკეთებს.
10:24 / 25.11.2025
კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებასთან დაკავშირებით ქუთაისის მერი  განმარტებას  აკეთებს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს, ოთო ირემაძეს,
რომელიც 22 ნოემბერს, თბილისში გამართულ აქციაზე დააკავეს, მოსამართლე
თორნიკე კაპანაძემ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
10:21 / 25.11.2025

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს, ოთო ირემაძეს, რომელიც 22 ნოემბერს, თბილისში გამართულ აქციაზე დააკავეს, მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.