ახალი ამბები
რას მოიცავს ბრძანება #2-191, რომლის გაუქმებასაც რიონის ხეობის ,,მცველები'' ითხოვენ
FaceBook
ქუთაისის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 28 თებერვლის #2-191 ბრძანების გაუქმებას ითხოვს.
,,საიას'' ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის ზაალ გორგოძის თქმით, ასოციაციამ შეისწავლა ბრძანება და დაასკვნა, რომ ის ალოგიკურია.

''ჩვენ შევისწავლეთ ეს ბრძანება, რაც აბსოლუტურად გაუმართლებელია. გავასაჩივრეთ თბილისის სასამართლოში, მაგრამ ერთი წელია რეაგირება სარჩელს არ მოჰყოლია,'' -
ამბობს ,,საიას'' ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი.

გორგოძის თქმით, სასამართლო სპეციალურად აფერხებს პროცესს: ''ბრძანება უკანონოა და ამიტომ აფერხებენ. თორემ, ერთი წელი არ სჭირდება ასეთ პროცედურებს''.

რიონის ხეობის ,,მცველებმა'' გასული წლის მარტში, ბრძანება #2-191 გასაუქმებლად ქუთაისის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიმართეს, ასოციაციამ კი სასამართლოს.

სარჩელს, ნამახვანჰესის მშენებლობის მოჭინააღმდეგეებთან ერთად ხელს ,,საიაც'' აწერს.


რას ითვალისწინებს ბრძანება #2-191?

რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების ერთი-ერთი მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის #2-191 ბრძანება.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა იღებს ვალდებულებას კომპანია "ენკასგან" ყოველწლიურად, 15 წლის მანძილზე  გარანტირებული შესყიდვით, ყოველი წლის პიკურ პერიოდში  (8 თვე - სექტემბერი - აპრილის პერიოდი) შეიძინოს ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტრო ენერგია, 6.2 ცენტად, რომელიც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება. დანარჩენი 4 თვის განმავლობაში კი კომპანია თავისუფლად განკარგავს მიერ მიერ გამომუშავებულ ენერგიას. გარდა ამისა, მთავრობა ვალდებულია, 2022 წლის 1 იანვრამდე თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის სიმძლავრე გაზარდოს.

ნამახვანჰესის დადგმული  სიმძლავრი, 324 მგვტ იქნება, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგიის საშუალო წლიური რაოდენობა 1135.7 მგვტ სთ,  თუმცა უცვლელი რჩება ჰესის საპროექტო და ეკოლოგიური ხარჯი. ნამახვანჰესის პროექტი გულისხმობს კაშხლის ტანში ე.წ. "ეკოჰესი"-ს მოწყობას. ძირითადი კაშხლიდან ეკოლოგიური ხარჯის გატარება მოხდება "ეკოჰესის" მეშვეობით, რომელიც იმუშავებს მუდმივ რეჟიმში და უზრუნველყოფს ეკოლოგიური ხარჯის გატარებას.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ხეობაში ჩატარდა ტოპოგეოდეზიური და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა.

''შედეგების საფუძველზე კაშხლის განთავსების გასწორში ალუვიური ნალექები 6 მეტრით დაბლა იქნა გამოვლენილი და საჭირო გახდა კაშხლის ძირის დაბალ ნიშნულზე დაწევა,რამაც გამოიწვია კაშხლის სიმაღლის ზრდა, კერძოდ, ნაცვლად 99 მეტრისა იქნება 105 მეტრი, ხოლო თხემის ნიშნული დარჩება უცვლელი და იქნება ზღვის დონიდან 314 მეტრზე. ზემოაღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე გაიზარდა წყალსაცავის საექსპლუატაციო დონე (ნაცვლად ზღვის დონიდან 310 მ-სა იქნება 311,5 მ). შესაბამისად გაიზრდება წყალსაცავის სრული მოცულობა (ნაცვლად 154.4 მლნ მ 3 -სა იქნება 167.5 მლნმ3 ) და სარკის ზედაპირის ფართობი ნაცვლად 500 ჰა-სა იქნება 510 ჰა.''

ბრძანების მიხედვით, შეიცვალა არა კაშხლის სიმაღლე,  არამედ მოხდება ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის გადატანაც.

''დაგეგმილია ახალი გზის მოწყობა, რომლის სიგრძე დაახლოებით იქნება 1.1 კმ, ხოლო სიგანე 16-18 მ. და მისი დერეფანი განთავსებული იქნება ჰესის ძალური კვანძის მიმდებარე ფერდობზე. კაშხლის სამშენებლო მოედნამდე მისასვლელად ახალი გზის მოწყობა არ იგეგმება, ხოლო კაშხლის გასწორამდე დარჩენილი მონაკვეთი გამოყენებული იქნება მშენებლობის მომსახურებისათვის''.

პერსონალი, რომელიც დასაქმებული იქნება ნამახვანჰესის მშენებლობაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ორ ბანაკში განთავსდება. სოფელ ოფურჩხეთში (99 930 მ2) და სოფელ ჟონეტში (17 326 მ2).

ბრძანების მიხედვით, გამოიყენება როგორც წლის ასევე მიწის რესურსი.

კერძოდ, კომპანიისათვის გადაცემული მიწის გარდა, დაახლოებით, დამატებით 600 ჰა-მდე მიწის ტერიტორიაზე, მთავრობა ვალდებულია 1 ლარად გადასცეს კომპანიას სხვა "საჭირო მიწის ნაკვეთებიც", მაშინაც კი თუ მიწას აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსი.


"კომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს არა მხოლოდ რიონის და მისი შენაკადების, არამედ, ასევე, მდინარე ცხენისწყალის წყლის რესურსი. კომპანიას არანაირი ფინანსური ვალდებულება არ ეკისრება საქართველოს წყლის რესურსის გამოყენებისთვის',' - აღნიშნულია ბრძანებაში.

ხელშეკრულების მიხედვით: კომპანია და "პროექტის მონაწილეები" უფლებამოსილი არიან, მოითხოვონ მთავრობისგან ნებისმიერი ზიანის კომპენსირება, რომელიც მიადგებათ გადასახადის
ზრდით, ან ნებისმიერი იმგვარი რეგულაციის შემოღებით, რაც გაზრდის მათ საგადასახადო ტვირთს.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 27 მაისის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის N2-451 ბრძანებით გარემოს დაცვითი გადაწყვეტილება გადასცა პს "ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას", რომელსაც შეეცვალა სახელწოდება და დღეისათვის საქმიანობის ახორციელებს როგორც შპს "ენკა რინიუებლზი".

2020 წლის 28 თებერვლით დათარიღებულ ბრძანებას ხელს აწერს გარემოს დაცვის მინისტრის მოვალეობის მაშინდელი შემსრულებელი, გიორგი ხანიშვილი.







ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ბრძანების გაუქმებას თითქმის ერთი წელია ითხოვენ.


არასამთავრობო ორგანიზაციამ EMC-მ სახელმწიფოსა და "ენკას" შორის ნამახვანჰესის მშენებლობაზე გაფორმებულ ხელშეკრულებას სახელმწიფოს ინტერესების საზიანო უწოდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია პრობლემად და ქვეყნის ბიუჯეტისთვის დამატებით ტვირთად მიიჩნევს თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის სიმძლავრის გაზრდას, რაც ასევე, ქართული მხარის ფინანსური ვალდებულებაა, გარდა ამისა, ორგანიზაციის შეფასებით ხელშეკრულება არ ქმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გარანტიებს.

კომპანია ,,ენკამ'' რიონის ხეობაში სამშენებლო სამუშაოები 30 იანვარს განაახლა.

კომპანიის ტექნიკა, მას შედეგ გაჩერდა რაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ქუთაისის ცენტრში დიდი აქცია გამართეს. თუმცა ,,ენკაში'' აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოები გრძელდება და კომპანიას მუშაობა არ შეუწყვეტია.

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობას ადგილობრივები 129-ე დღეა ღია ცის ქვეშ აპროტესტებენ.
ისინი ჰესის პროექტს საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. მოსახლეობის თქმით,  ჰესი შეცვლის მიკროკლიმატს, გაქრება ყურძნის უნიკალური ჯიშები, წყლით დაიფარება მათი საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და წინაპართა საფლავები. ჰესის დაზიანების შემთხვევაში კი ადგილზე წარმოქმნილი 34 მეტრიანი ტალღა დაფარავს არამხოლოდ ხეობას, არამედ მიაღწევს ქუთაისამდე.



ამავე თემაზე:

„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით  სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ - EMC

"არაინფორმირებულობაა მიზეზი იმისა, რომ მოსახლეობა ნამახვანჰესს აპროტესტებს"

"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და აქტივისტებს შორის (ვიდეო)


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ

„არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები საფრთხის შემცველია“ - მწერლების მიმართვა ხელისუფლებას

ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს


რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს


პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა


"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ

რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)


გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით - „ენკას“ განმარტებ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში
უვიზოდ გამგზავრება დღეიდან, 28 მაისიდან, შეეძლებათ.
12:12 / 28.05.2024
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ გამგზავრება დღეიდან, 28 მაისიდან, შეეძლებათ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რუსული კანონზე დადებული პრეზიდენტის
ვეტო დღეს, 28 მაისს, განიხილება.
11:45 / 28.05.2024
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რუსული კანონზე დადებული პრეზიდენტის ვეტო დღეს, 28 მაისს, განიხილება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.