ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა
FaceBook
1-15 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ქუთაისის აეროპორტი“ და "თბილისის აეროპორტში" კანონდარღვევის ფაქტები აღიკვეთა.


კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს 3 მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე, დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები/ოქროს მონეტები (საერთო წონა - 281,24 გრამი) გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 42 696,26 ლარი შეადგინა.

"საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, 2 კანონდამრღვევი მოქალაქე სანქციის სახით, საერთო ჯამში, 11 597,26 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო ერთი სამართალდამრღვევი პირის მიმართ, ვინაიდან აღნიშნული ოქროს ნივთების საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აღემატებოდა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა",- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

შემოსავლების სამსახურის ცნობით, სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების შემცველი, კიდევ რამდენიმე ფაქტი საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტშიც“ გამოვლინდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის გათავისუფლებული პედაგოგი, ამავე სკოლის
დირექტორის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.
13:27 / 10.03.2026
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის გათავისუფლებული პედაგოგი, ამავე სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.
მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის ფონზე საქართველოში საწვავი
გაძვირდა.
13:10 / 10.03.2026
მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის ფონზე საქართველოში საწვავი გაძვირდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.