ახალი ამბები
"არაინფორმირებულობაა მიზეზი იმისა, რომ მოსახლეობა ნამახვანჰესს აპროტესტებს"
FaceBook
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ნამახვენჰესის მშენებლობას, ადგილობრივების ოთხთვიანი პროტესტის შემდეგ ეხმაურება.  

ლომინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც 28 თებერვალს ქუთაისში ჰესის წინააღმდეგ  ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა.  დეპუტატი აღნიშნულ საკითხში ერთადერთ პრობლემას ნამახვანჰესის მიმართ მოსახლეობის დაბალ ინფორმირებულობასა და მშენებლობაზე ნაკლები ადგილობრივის დასაქმებაში ხედავს.

"დღეს ვხედავთ სიტუაციას, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც აიტაცეს ეს თემა და აპროტესტებენ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რაც საქართველოში ხდება, რაც აუცილებელია ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის. ვიყოთ ჩართული ამ თემაში ჩვენ, პარლამენტარები, მთავრობა და ადგილობრივი მოსახლეობა. შთაბეჭდილება რჩება ისეთი, რომ ზუსტად არაინფორმირებულობა არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე იყო ჩასული ჩვენი მოსახლეობა, რომელიც აპროტესტებდა უმნიშვნელოვანეს ჰესს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში, ნამახვანის მშენებლობას. ასევე, მოუწოდოთ იქ ხელმძღვანელობას, ვისაც გავუფორმეთ ხელშეკრულება, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს ჩვენი მოსახლეობის დასაქმება ადგილზე. დღევანდელი ინფორმაციით, სამწუხაროდ, არ არის ეს ყველა პირობა შესრულებული მათი მხრიდან, ამიტომ გთხოვთ, რომ დეპუტატებსაც და თქვენც მხარი დაუჭიროთ ამ შეხვედრას, რაც ფართომასშტაბით გადაიცემა პირდაპირი ეთერით და გაგრძელდება ეს თემა სხვადასხვა ტელევიზიებში,"
- განმარტა პლენარულ სხდომაზე ზაზა ლომინაძემ.

ზაზა ლომინაძის გარდა, პლენარულ სხდომაზე ნამახვანჰესის პროექტზე სხვა პარლამენტარებმაც ისაუბრეს. მათი განცხადებითაც პრობლემა მოსახლეობის არაინფორმირებულობაშია.

პარლამენტის ტრიბუნიდან ნამახვანჰესის საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 თებერვალს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი გამოვიდა და  ჰესის მშენებლობა გააპროტესტა.


აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ორკვირიანი ვადა მისცა, მათი თქმით, თუ ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს მათ ულტიმატუმს, 14 მარტიდან საპროტესტო აქციებს ხეობიდან ქუთაისში გადმოიტანენ.

რიონის ხეობაში 433მგვ. სიმძლავრის კასკადების მშენებლობას ადგილობრივები ოთხ თვეზე მეტია აპროტესტებენ. მათ გუშინ 128 - ე ღამე გაატარეს კარავში.

ადგილობრივები ჰესის პროექტს საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. მათი თქმით, ჰესი შეცვლის მიკროკლიმატს, გაქრება ყურძნის უნიკალური ჯიშები, წყლით დაიფარება მათი საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და წინაპართა საფლავები. ჰესის დაზიანების შემთხვევაში კი ადგილზე წარმოქმნილი 34 მეტრიანი ტალღა დაფარავს არამხოლოდ ხეობას, არამედ მიაღწევს ქუთაისამდე.

მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ.მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატი ენერგიას გამოიმუშავებენ. ჰესის ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.


ამავე თემაზე:


"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და აქტივისტებს შორის (ვიდეო)


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ

„არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები საფრთხის შემცველია“ - მწერლების მიმართვა ხელისუფლებას

ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს


რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს


პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა


"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ

რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)


გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით - „ენკას“ განმარტებ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.