ახალი ამბები
აქციიდან აქციამდე - როგორ იზრდებოდა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი
FaceBook
რიონის ხეობაში, გიგანტური ჰესის წინააღმდეგ გასული წლის ზაფხულში დაწყებულ პროტესტს, ხელისუფლება დღემდე აიგნორებს.

ყოველდღიურად მზარდი მასშტაბების მიუხედავად, მმართველი გუნდი ამ დრომდე ვერ ხედავს ჰესთან დაკავშირებულ შეკითხვებზე საჯარო განმარტებების გაკეთების საჭიროებას. ამასობაში პროტესტის მონაწილეთა რაოდენობაც იმატებს და მოთხოვნებიც  რადიკალური ხდება.

28 თებერვალს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე  გამართული აქცია, სადაც ათასობით ადამიანი შეიკრიბა,  აღარ გავდა  ერთი ხეობის პროტესტს. თვეების განმავლობაში უყურადღებოდ მიტოვებულმა აქტივისტებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს და ქალაქის პიკეტირებით დაიმუქრნენ. დათქმულია კონკრეტული დროც. თუ კომპანია ორი კვირის ვადაში ხეობას არ დატოვებს, 14 მარტს აქციის მონაწილეები ქალაქს ჩაკეტავენ.

"მივატოვებთ მანქანებს და წავალთ. მოვაწყობთ ქალაქის პიკეტს", - განაცხადა აქციაზე ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა.

ჯერ კიდევ შვიდი თვის წინ,  433 მეგავატიანი კაშხლების  მშენებლობა მხოლოდ ადგილობრივთა პრობლემად აღიქმებოდა და  აქციებსაც ძირითადად ხეობის მცხოვრებლები მართავდნენ. აქტივისტების რაოდენობაც ორ-სამ ათეულს არ აჭარბებდა. ამ ფონზე ხელისუფლებაც მშვიდად იყო, პოლიციაც და ჰესის მშენებელი კომპანიაც. სახელმწიფოს ხეობის პროტესტის ხმა არც მაშინ გაუგია, როცა აქტივისტებმა ოთხი თვის წინ ჰესის სამშენებლო ადგილზე, სოფელ ჟონეთთან, კარავი გაშალეს და ხეობას დარაჯად დაუდგნენ. "ხეობის მცველებს" დანებების მოლოდინით შესცქეროდა "ენკაც" და მთავრობაც. მოთმინება "მცველებზე" ადრე ხელისუფლებას ამოეწურა და ჯერ ჯაჭვით გადაბმული აქტივისტები დაარბია, შემდეგ კი კარავი და ჯვარი წაართვა. მამაპაპისეული სახლ-კარისა და წინაპართა საფლავების დასაცავად გაერთიანებულებმა უკან მაინც არ დაიხიეს, კარავი დაიბრუნეს და ღამისთევა გააგრძელეს.

7 თებერვალს ხეობაში გამართულმა აქციამ, რომელსაც ადგილობრივებთან ერთად რეგიონებიდან ჩამოსულებიც შეუერთდნენ, ცხადი გახადა, რომ პროტესტი იზრდებოდა. აქ უკვე აღარ იყვნენ მხოლოდ ხეობის მცხოვრებლები. აქციებს ადამიანები სოლიდარობის გამოსახატავად უერთდებოდნენ. ასე იქცა რამდენიმე ათეული ადგილობრივის აქცია ათასობით ადამიანის პროტესტად.

რიონის ხეობის "მცველების" პროტესტის დასაწყისი
28 თებერვალს, ქუთაისში გამართული საპროტესტო აქცია

ხელისუფლება მაინც დუმს. ერთადერთი, რისი გაკეთებაც მას მოუწია, კომპანია "ენკასთან" დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებაა, რამაც ხეობის მცხოვრებლების პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა. აქტივისტებმა ხელშეკრულებით შეიტყვეს, რომ "ენკამ" 99 წლის ვადით მიიღო ხეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ტყის მასივი. ჰესის მშენებლობის დასრულებიდან 15 წლის შემდეგ კი კომპანია იხსნის ვალდებულებას, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მიყიდოს. იმავე 15 წლის განმავლობაში, ხელისუფლება თავად იქნება ვალდებული "ენკასგან" ყოველწლიურად იყიდოს ელექტროენერგია (1 კვტ.სთ. 6.2 ცენტი) და გადაუხადოს კომპანიას ამ რაოდენობის ელექტროენერგიის შესაბამისი თანხა, იმის მიუხედავად, შეძლებს თუ არა ნამახვანჰესი წლიურად ამ რაოდენობის დენის გამომუშავებას.  ექსპერტები ამბობენ, რომ უკვე ამ მოცემულობით ცხადია, რომ ხელისუფლებას უფრო მეტი თანხის გადახდა მოუწევს დენში, ვიდრე დღეს არსებული ტარიფია.

გარდა სახელშეკრულებო ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ მყისიერ საფრთხეებზე, რომელიც ჰესის მშენებლობას უკავშირდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ისეთ სეისმურად აქტიურ და მეწყრულ ზონაში, როგორიც არის რიონის ხეობა, ამ სიმძლავრის ჰესის აშენება დაუშვებელია. კაშხლების დაზიანების შემთხვევაში, მათი გათვლებით, 34 მეტრიანი ტალღა გადაუვლის ხეობას და 19 წუთში მიაღწევს ქუთაისამდე.

ხელისუფლება, მზარდი პროტესტის ფონზე, კვლავ 800 მილიონიანი ინვესტიციის მნიშვნელობაზე საუბრობს, რომელსაც "ენკა" ჰესის მშენებლობის შემთხვევაში პროექტის განხორციელების შედეგად დახარჯავს, თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ მთავრობამ ისე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, ისე აიღო კოლოსალური ვალდებულებები, რომ არც საფრთხეები და არც ბუნებისა და ადამიანებისთვის მიყენებული ზარალი არ შეუფასებია.


ამავე თემაზე:


"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და აქტივისტებს შორის (ვიდეო)


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ


„არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები საფრთხის შემცველია“ - მწერლების მიმართვა ხელისუფლებას


ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს


რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს


პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა


"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ

რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)


გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით - „ენკას“ განმარტებ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.