ახალი ამბები
ქუთაისის ციხეში პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა
FaceBook
ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარმა ზ.ჩ.-მ სხეულის სხვადასხვა არეში თვითდაზიანება მიიყენა.

იგი ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. დაკავებულის მეუღლის  თქმით, ზ.ჩ.-ს მწვავე ტკივილები აქვს და მისი კლინიკაში გადაყვანა სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელია.
"პატიმარს აქვს ღრმა ვენების თრომბოზი, რაც არ ინკურნება. ამის საფუძველზე უკვე გაუსივდა და გაუშავდა ფეხი. ექიმი მეუბნება, რომ შეიძლება მოსაკვეთიც გახდეს. აქვს გაუსაძლისი ტკივილები და ნაცვლად იმისა, რომ კლინიკაში გადაიყვანონ, აძლევენ ფსიქოტროპულ წამლებს. გუშინ (25 თებერვალს) დაისერა ხელები და მუცელი, ითხოვს გადამიყვანეთო და ყურადღებას არავინ  აქცევს", - ამბობს პატიმრის მეუღლე.

იგი უკვე შეხვდა ციხის მთავარ ექიმსაც, თუმცა, მისი თქმით, ექიმმა უთხრა, რომ მისი მეუღლის  ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აინტერესებს.

დაკავებულის მეუღლე პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაყვანას და ციხის მთავარი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში პატიმრის მიმართ უყურადღებობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ბრალდებულს კვლევა 21 სექტემბერს ჩაუტარდა, რის შემდეგაც დაენიშნა  მკურნალობა და ანგიოლოგის მეთვალყურეობა.

"პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულ ზ.ჩ.-ს მისი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიეწოდება და სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს ვინმეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აინტერესებს და ამიტომ მას ყურადღება არ ექცევა.  ბრალდებულმა წარმოადგინა ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია, საიდანაც ჩანდა, რომ ჩატარებული აქვს ქვედა კიდურების ვენების ტრიპლექ სკანირება.  ამის გათვალისწინებით, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში 21 სექტემბერს ჩაუტარდა ანგიოლოგის კონსულტაცია და  დაესვა დიაგნოზი: ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზი. დაენიშნა კონსერვატიული მკურნალობა და ანგიოლოგის მეთვალყურეობა, რისთვისაც ზ.ჩ. დარეგისტრირებულია ერთიან რეფერალურ ბაზაში, რათა განმეორებით გეგმიურად ჩაუტარდეს ანგიოქირურგის კონსულტაცია და შესაბამისი საჭირო კვლევები. ამ მიზნით დაგეგმილია  მომდევნო კვირას ბრალდებულის სამოქალაქო კლინიკაში გაყვანა", -აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში. .

ზ.ჩ. პოლიციამ  2020 წლის 17 აგვისტოს, ტყიბულის სოფელ ბზიაურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დააკავა. გამოძიება მას განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვა - ტარებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზიანებები მიაყენა 1986 წელს დაბადებულ ზ.ს.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ბრალდებას არ ეთანხმება დაცვის მხარე. დაკავებულის  ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს  მომხდართან კავშირი არ აქვს. მკვლელობა კი პოლიციის თანამშრომლებმა ჩაიდინეს და ზ.ჩ.-სთვის მისი დაბრალებით დანაშაულის დაფარვას ცდილობენ.


ამავე თემაზე:


ტყიბულში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე - ქმრის უდანაშაულობას დავამტკიცებ

ტყიბულში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

მკვლელობა ტყიბულში - გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი

ტყიბულში მომხდარ მკვლელობაზე რამდენიმე ადამიანის გამოკითხვა მიმდინარეობს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.