ახალი ამბები
ფილმი, რომელიც ჩვენს დროზე ყვება - „შემთხვევითი პაემნები“ ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ქართული ფილმის "შემთხვევითი პაემნების" პრემიერა გაიმართა.

ჩვენება საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრის პროექტის "კინო სკოლაში" ფარგლებში განხორციელდა. "პროექტ "კინო სკოლაში" ფარგლებში გადავწყვიტეთ სხვა აქტივობა შევთავაზოთ ბავშვებს და ახალი ქართული ფილმების ჩვენება მოვაწყოთ. იმერეთის მასშტაბით ამ ტიპის კინოჩვენება პირველად განხორციელდა", - აღნიშნა კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის რეგიონალური პროექტების მენეჯერმა თეა გაბიძაშვილმა.
ლევან კოღუაშვილის ფილმის ჩვენებას პროექტში "კინო სკოლაში" ჩართული იმერეთის სკოლების მოსწავლეები და მათი ეპდაგოგები დაესწრენ. მოსწავლეებს ჩვენების ბოლოს რეჟისორთან შეხვედრის შესძლებლობა მიეცათ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრაზე აღიშიშნა, რომ ფილმი გამორჩეულია სხვა ქართული ფილმებიდან. ბოლო პერიოდის ე.წ. "ბულვარულ" და "ტრადიციულ" ქართულ ფილმებს შორის "შემთხვევით პაემნებში" გამოჩნდა "რეალური ცხოვრება", საშუალო ფენა და მათი პრობლემები.
"გმირი, რომელიც არის ინტელიგენტი კაცი, ყველაფერი აქვს, განათლებულიც არის, თუმცა თითქოს "რაღაც" აკლია რომ რაიმე შედგეს მის ცხოვრებაში. ამაში დავინახე იუმორიც და კეთილშობილებაც. საქართველოში  ადამიანები, გარკვეულ ასაკშიც ბოლომდე ვერ იმკვიდრებენ თავს დ ა ეს "დაუმკვიდრებლობა" ჩვენს დროზე ყვება", - აღნიშნა რეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა.
ლევან კოღუაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილია ფილმებით „ქუჩის დღეები“, „ქალები საქართველოდან“ და სხვები. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.