ახალი ამბები
რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)
FaceBook
რიონის ხეობაში, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათთან საავტომობილო გზა გადაკეტეს.

ისინი სწორედ ამ ტერიტორიაზე გააჩერეს სამართალდაცველებმა და ნამოხვანში შესვლის უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ.

გზის გადაკეტვას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.




"რიონის ხეობის გადარჩენისთვის'' აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ პოლიციას მათ მიმართ შერჩევითი დამოკიდებულბა აქვს.

"გვეუბნებიან, რომ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ამის გამო ვერ გაგვიშვებენ, მაგრამ სხვისთვის თუ შეიძლება შესვლა, ჩვენთვის რატომ არის აკრძალული?", - ამბობს გოლეთიანი.

რიონის ხეობაში ადგილობრივები ოთხი თვეა გიგანტური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი ღამეებს კარავში ათენებენ. პერიოდულად მართავენ აქციებს. მომდევნო აქცია ხეობაში 28 თებერვალსაა დაგეგმილი.

ადგილობრივები ჰესის პროექტს საფრთხისშემცველად მიიჩნევენ. მათი თქმით, ჰესი შეცვლის მიკროკლიმატს, გაქრება ყურძნის უნიკალური ჯიშები, წყლით დაიფარება მათი საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და წინაპართა საფლავები. ჰესის დაზიანების შემთხვევაში კი ადგილზე წარმოქმნილი 34 მეტრიანი ტალღა დაფარავს არამხოლოდ ხეობას, არამედ მიაღწევს ქუთაისამდე. მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ.

მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ. ჰესის ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.

ამავე თემაზე:


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ


რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)

გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით  -  „ენკას“ განმარტება
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
გოგი წულაია, 23წლიანი
თანაცხოვრების შემდეგ, ოჯახს ციხემ დააშორა.
21:10 / 29.07.2021
გოგი წულაია, 23წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ოჯახს ციხემ დააშორა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ყველა  საქართველოში
ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს  ხალხის ინტერესები დააყენოს
წინ და მხარეებმა შეასრულონ შეთანხმება.
14:13 / 29.07.2021
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ყველა  საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს  ხალხის ინტერესები დააყენოს წინ და მხარეებმა შეასრულონ შეთანხმება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.