ახალი ამბები
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ
FaceBook
აქტივისტებს, რომლებიც ნამახვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ.

ისინი პოლიციამ გუმათჰესის ტერიტორიაზე   გააჩერა და გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. სამართალდამცავები აქტივისტებს ეუბნებიან, რომ  სარემონტო სამუშაოების გამო გზაა გადაკეტილი, თუმცა, თავისუფლად ატარებენ სხვა ავტომანქანებს.

აქტივისტები მომხდარს კანონდარღვევად აფასებენ და აცხადებენ, რომ  პოლიციას მათ მიმართ  შერჩევითი  დამოკიდებულება აქვს. მათი თქმით, სოფელში ჰესის სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, დანაღმული მთის აფეთქებაა დაგეგმილი და მათთვის გზის გადაკეტვა იმას ემსახურება, რომ პროცესი არ გააპროტესტონ.

"ყველას უშვებენ უპრობლემოდ, მხოლოდ ჩვენ არ გვატარებენ. აფეთქებას აპირებენ ახლა ნამოხვანში და ამიტომ არ გვიშვებენ", - აცხადებენ აქტივისტები.

რიონის ხეობაში ადგილობრივები ოთხი თვეა გიგანტური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი ღამეებს კარავში ათენებენ. პერიოდულად მართავენ აქციებს. მომდევნო აქცია ხეობაში 28 თებერვალსაა დაგეგმილი.

ადგილობრივები ჰესის პროექტს საფრთხისშემცველად მიიჩნევენ. მათი თქმით, ჰესი შეცვლის მიკროკლიმატს, გაქრება ყურძნის უნიკალური ჯიშები, წყლით დაიფარება მათი საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და წინაპართა საფლავები. ჰესის დაზიანების შემთხვევაში კი ადგილზე წარმოქმნილი 34 მეტრიანი ტალღა დაფარავს არამხოლოდ ხეობას, არამედ მიაღწევს ქუთაისამდე.

მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ. ჰესის ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.


ამავე თემაზე:


რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)

გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით  -  „ენკას“ განმარტება

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.